ყველა ძალიან დიდი იმედით უყურებს დღევანდელ ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც დავოსში ვიზიტი შეაჯამა.
მისივე განმარტებით, ყველა აღიარებს, რომ ის წარმატება, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" გასული ერთი წლის განმავლობაში მიაღწია, არის უპრეცედენტო და აშკარა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერი წლის განმავლობაში საქართველოში მსხვილი ინვესტორების შემოსვლას ელოდება.
"დავოსში ვიზიტი წარმატებული იყო. მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ და ველოდებით, რომ წელს საქართველოში შემოვლენ მსხვილი ინვესტორები. ასევე მომავალ წელს იგეგმება EBRD-ის წლიური შეკრება, რომელიც უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველა დიდი იმედით უყურებს დღევანდელ ხელისუფლებას და აღიარებს, რომ ის წარმატება, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" გასული ერთი წლის განმავლობაში მიაღწია არის უპრეცედენტო და აშკარა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გასულ კვირას გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.