ურუგვაელთა სარაგბო გუნდის თვითმფრინავის ანდებში ჩამოვარდნა: „ჩემი მეგობრები შევჭამე, რომ გადავრჩენილიყავი“
09-03-2016, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1972 წელს რობერტო კანესა იმ 45 ადამიანს შორის იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რომლებიც არგენტინის ანდებში, მთებში დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

 


12 ადამიანი ინციდენტისთანავე დაიღუპა, 6 რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და კიდევ 11 ადამიანი საშინელი პირობებისა და საკვების ნაკლებობის გამო დაიღუპა.

 


ისინი კი ვინც დარჩნენ, გარდაცვლილთა ხორცს ჭამდნენ, რათა რაიმე შანსი ჰქონოდათ რომ ეცოცხლათ, სანამ მათ გადაარჩენდნენ.

 


44 წელია გასული ამ ტრაგედიიდან და კანესა ახლა წარმატებული ექიმია. იგი გულით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობს. რობერტო კანესა იხსნებს:

 


„თოვლის გარდა არაფერი გვებადა, საშინელი შიმშილის გრძნობა გვქონდა დაუფლებული. შინაგანი ინსტინქტი გეუბნება, რომ რაღაც უნდა შეჭამო. ჩვენ ფეხსაცმელების და ტყავის ქამრების ღეჭვა დავიწყეთ, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ მათი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მოვიწამლებოდით, ჭკუიდან ვიშლებოდით, ვფიქრობდით რომ მოვკვდებოდით, არაფერი დაგვრჩენოდა, იძულებული გავხდით გვეფიქრა, რომ ჩვენი გარდაცვლილი მეგობრების გვამები გვეჭამა, მხოლოდ იმიტომ, რომ გადავრჩენილიყავით და არა იმიტომ რომ კანიბალები ვიყავით. გავიფიქრე, ვთქვათ მე ვიყავი ჩემი რომელიმე მეგობრის ნაცვლად გარდაცვლილი და ვთქვათ ჩემს მეგობარს მოუწია ჩემი ხორცის ჭამა, და ვიფიქრე, რომ ამაყი ვიქნებოდი, თუ ჩემი მეგობრები თავის გადასარჩენად ჩემს გვამს გამოიყენებდნენ. ჩვენ გადავრჩით იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით გუნდი, იმიტომ რომ მე და ჩემმა მეგობარმა, 10 კვირის თავზე, 11 დღის დაქანცული ხეტიალის შემდეგ მთებში გზის გაკვლევა და დასახლებულ ადგილამდე მიღწევა მოვახერხეთ,“ ამბობს კანესა BBC-სთან, 1972 წელს გადატანილი განცდებისა და ისტორიის შესახებ საუბრისას.

 


რა მოხდა 1972 წელს არგენტინის ანდებში და რას წერდა BBC ამის შესახებ 44 წლის წინათ. შემზარავი ტრაგედიის შესახებ დაწერილი სტატიის თარგმანს guardian.ge გთავაზობთ.

 


„1972 წელს არგენტინის ანდებში თვითმფრინავის ჩამოგდებისას გადარჩენილი 14 ადამიანი 10 კვირის შემდეგ იპოვეს. პირველად, გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ორმა მგზავრმა, რობერტო კანესამ და ფერნანდო პარადომ 10-დღიანი ხეტიალის შემდეგ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწიეს, გადაუდებელი დახმარების სამსახურს დაუკავშირდნენ და მათ თვითმფრინავის ნამსხვრევებისკენ გაუძღვნენ.

 


6 გადარჩენილი მგზავრი ვერტმფრენით გადააფრინეს სან ფერნანდინოს საავადმყოფოში. დანარჩენი 8 მთებში იმყოფება, უტარდებათ სამედიცინო მკურნალობა, სანამ ამინდის პირობები არ გაუმჯობესდება და მათი უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა არ გახდება შესაძლებელი. Fokker "Fairchild"-ი, რომელიც ურუგვაის დედაქალაქიდან, მონტევიდეოდან ჩილეში, სანტიაგოში მიფრინავდა, პარასკევს 13 ოქტომბერს (1972) გაუჩინარდა. თვითმფრინავის მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ ქრისტიანი ძმები, კათოლიკე ურუგვაელების სარაგბო გუნდი და მათი მეგობრები და ნათესავები,“ წერდა 1972 წელს BBC.

 


„ყინვისა და შიმშილისაგან დატანჯულობის მიუხედავად, 19 წლის რობერტო კანესა, მე-2 კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი და 21 წლის ფერნანდო პარადო მაშველების ჯგუფს დაჟინებით სთხოვდნენ, რომ თავადაც დაეხმარებოდნენ გადარჩენის ოპერაციაში. გადარჩენილების შესახებ პირველი ინფორმაცია კი მათგან გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, მფრინავი იძულებული გახდა დათოვლილ მინდორზე ავარიული დაშვება განეხორციელებინა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა და 45 მგზავრიდან თავდაპირველად 25 გადარჩა, ხოლო 2 კვირის შემდეგ, რაც უბედურების ადგილას ზვავი ჩამოწვა, დამატებით კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა.

 


პარადო, საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი აღწერდა, როგორ უყურებდა მისი დედისა და დის სიკვდილს.

 


„ისინი დარჩნენ იქ თოვლში, მაგრამ მე ვიცოდი, რომ უნდა მეცოცხლა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მე ცოტა რწმენა მქონდა დაკარგული. ახლა მე აღვიდგინე ის, თან ძალიან ღრმად. ღმერთმა შეისმინა ჩვენი ლოცვები.“

 


გადარჩენილებს თავი თავდაპირველად მათ ბარგებში ნაპოვნი შოკოლადის ფილებით, ტკბილეულობით და მსუბუქი საჭმელებით გაჰქონდათ. წყლის ნაცვლად თოვლს ჭამდნენ, ხოლო საწოლად თვითმფრინავის სკამებს იყენებდნენ.

 


როი ჰარლიმ, ელქტრონიკის ფაკულტეტის სტუდენტმა მოახერხა გადამცემი რადიოს დაყენება და მათ შეძლეს ახალი ამბების მოსმენა. კანესას თქმით, მე- 8 დღეს მათ მოისმინეს სამწუხარო ინფორმაცია, რომ მათი ძებნა შეწყვეტილი იყო. მან თქვა, რომ ისინი თოვლში ჩაფლული თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამაოდ ცდილობდნენ სამაშველო ვერტმფრენების ყურადღების მიპყრობას,“ წერდა BBC.

 


მათი გადრჩენის ოპერაციიდან 4 დღეში სანტიაგოს გაზეთებში დაიწერა, რომ შიმშილმა და გადარჩენის ინსტინქტმა ისინი კანიბალები გახადა. 2 დღის შემდეგ, პრეს კონფერენციაზე ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ მათ ადამიანის ხორცის ჭამა მოუწიათ. ყველა გადარჩენილი 19-იდან 26 წლამდე ასაკის იყო, გარდა 36 წლის ბიზნესმენისა.

 


რობერტო კანესამ 1994 ურუგვაის პრეზიდენტობა სცადა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა.

 


14 გადარჩენილმა, 2002 წელს, 30 წლის თავზე ხელმეორედ გაიმეორა საბედისწერო ფრენა, იმავე მარშრუტით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი