თამარ სანიკიძე: მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ
10-03-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასწავლებელთა 85 %--ს მიერ პროფესიული გამოცდებზე ზღვარის ვერგადალახვის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა ამატებს, რომ "არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ".



"შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო, გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი," განაცხადა თამარ სანიკიძემ.


მისივე თქმით, დაწვრილებით იქნა გავლილი გამოცდების შედეგები და საკმაოდ ბევრია იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ ნახევარი ან ერთი ქულა. მინისტრის თქმით, "ისინი პოტენციურად შემდეგ გამოცდებზე ჩაბარების კანდიდატები არიან".


"შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ უკვე მოძებნა გამოსავალი, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ დონორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს და ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი კომპონენტი - 16 მილიონი, მიმართულია სწორედ მასწავლებელთა განათლების ხელშეწყობაზე. ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სიახლის შემდეგ შედეგები მეორე დღეს არ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მასწავლებელების მხარდაჭერას, რომ მათ სამი წლის განმავლობაში უპასუხონ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფომ დაუსახა," განაცხადა თამარ სანიკიძემ.


მინისტრის თქმით, სწორია სტატისტიკა, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არსებობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი