ირაკლი ალასანია: ზუსტად ვიცი, რომ პრემიერ მინისტრის და შს მინისტრის გვერდის ავლით გასცეს დავალება სპეციალურ სტრუქტურებზე ვიდეო კადრების გავრცელების თაობაზე
12-03-2016, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, მაგრამ ის უკვე დღევანდელი ხელისუფლების ხელშია და შესაბამისად, ისაა პასუხისმგებელი მის გავრცელებაზე. ალასანიამ ამის თაობაზე „რუსთავი2“ -ზე "კურიერში" ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.

 


„ვის შეეძლო ასეთი მასალები მოეპოვებინა, ვის ხელშია საერთოდ ასეთი მასალები? და ერთადერთი პასუხი ამაზე არის ის, რომ ეს არის ხელისუფლების ხელში. წინა ხელისუფლების დროს მოხდა ამ მასალების დაგროვება, ეს იყო უმსგავსოება, რომელსაც ვებრძოდით. 2012 წელს იმიტომ შევცვალეთ ეს ხელისუფლება, მაგრამ გვეგონა, რომ პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გაანადგურა ეს ჩანაწერები, აღმოჩნდა, რომ ეს განადგურებული არ არის. ამიტომ ეს არის გამოწვევა ორმაგი, ჩვენი ქვეყნის მთავრობისადმი და კონკრეტულად, პრემიერ მინისტრის გამოწვევა. იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ასევე შეიძლება მისი ცოდნის, მისი ყურადღების მიღმა არაფორმალური დავალება სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ, მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ მინისტრი არც ყოფილიყო საქმის კურსში და არც შინაგან საქმეთა მინისტრი,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დაამატა, რომ ხელისუფლება მოვალეა საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მისი თქმით, ამ დანაშაულის გამოძიება სრულიად შესაძლებელია.

 


ალასანიამ თქვა, რომ ჩანაწერის გავრცელება მისი პარტიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯი იყო, რადგან მისი პარტიის რეიტინგის ზრდა „ვიღაცას აღელვებს“.

 

 

კომენტარები: 6
#6   ნუნუ
      
რა არის ირაკლი,მაიამ გითხრა როდის ჰქონდა რომანი იმ პიროვნებასთან? ერთად განიხილეთ? აბა სხვაგვარად შენ რა იცი ცოლის დის ინტიმი??? არ ხარ შენ სანდო ადამიანი! როგორც პოლიტიკოსი ნულია შენი ფასი,რადგან გავიწყდება საკუთარი განცხადებები. ტყუილებში და ორატორობაში ათი ქულით გაფასებ!!!
15 მარტი 2016 06:58
#5   ჭორვილელი ჭუჭყი
      
iPhone 5ს ჩანს ვიდეოში, რომელიც გამოვიდა 2013 წლის 10 სექტემბერს...
ანუ იმ მომენტში როცა ფარული კამერა იღებდა, iPhone 5 უკვე გამოსული იყო, იდიოტო.

:)
14 მარტი 2016 09:04
#4   ნინა
      
ისე უცბათ ამოიღეს ეს ვიდეო ვერ ვნახე ხომ არ იცით სად შეიძლება ნახვა,ზუსტად ამ ვიდეოს გავრცელების დღეს მაია ფანჯიკიძე გერმანიაში იყო ბერლინში.
14 მარტი 2016 05:51
#3   Sandro
      
ჰო, რა თქმა უნდა, iPhone 5 წინა ხელისუფლების დროს გამოვიდა, არა, შე კუანა?!
14 მარტი 2016 04:39
#2   მარიკა
      
პასუხის ღირსიც არაა, არც ეს კომენტარი და არც ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა...
13 მარტი 2016 11:37
#1   კობა
      
შენ გეცოდინება,აბა რააა!!შენი ცოლის და იხმარეს და.....
12 მარტი 2016 12:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი