ირაკლი ღარიბაშვილი BBC World-ზე: რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით
12-06-2014, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი ვითარების შედარება ყირიმის სიტუაციასთან დიდი შეცდომა იქნებოდა. რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC World-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 


საქართველოს პრემიერის განცხადებით, ამ ორ დე-ფაქტო ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი ჰქონდათ და რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა, თუმცა მას შემდეგ მათ პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

 

 

"ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი ჩვენი ქვეყნის არსებობიდან მოყოლებული. ჩემი თვალსაზრისით და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ აბსოლუტურად შეცვალა რუსეთთან დამოკიდებულება. მისივე თქმით, სააკაშვილის მთავრობას განსხვავებული, რადიკალური მიდგომა ჰქონდა რუსეთთან, ახალმა ხელისუფლებამ კი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა დაძაბულობის განსამუხტად.

 


"ჩვენ საკმაო წარმატებას მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის, სავაჭრო საკითხებში. რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის, ცოტა ხნის წინ კი, რუსეთმა ბაზარი გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა გვსურს. ერთი თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


როგორც BBC World-თან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გზა უნიკალურია. მისი თქმით, ერთი მხრივ, საქართველო მიიწევს ევროკავშირისკენ და ვილნიუსში მოხდა ამ ხელშეკრულების პარაფირება და ეს პროცესი გარდაუვალია, მეორე მხრივ კი, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს.

 


"ვფიქრობ, ჩვენ ამით საინტერესო პრეცედენტი შევქმენით რეგიონში. ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ივნისის ბოლოსთვის ვაწერთ ხელს ასოცირების შეთანხმებას, ამავდროულად კი, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ვცდილობთ. ვფიქრობ, ჩვენ იდეალურ ბალანსს მივაგენით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი