თენგიზ შერგელაშვილი: ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხდება
12-06-2014, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


თენგიზ შერგელაშვილმა სამინისტროს მიერ ახალ თვითმმართველ ქალაქებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 


შერგელაშვილმა დაყოფის შედეგად, ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 30 მაისს უკვე დაამტკიცა. საქმე ეხება მცხეთის, გორის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ახალციხის და თელავის მუნიციპალიტეტებს.

 


"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მეთოდურ დახმარებას უწევს მათი უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ნორმატიული ბაზის მომზადებასა და თვითმმრთველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ქონების გამიჯვნაში. კერძოდ, ამ მიზნით გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ქონების ინვენტარიზაცია და საკრებულოების დროებითმა სამუშაო ჯგუფებმა ქონების გამიჯვნის განკარგულებათა პროექტების მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიული პრინციპით თანაბრად გაიყო მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ინვენტარი და სხვა მოძრავი ქონება კოდექსით დადგენილი მოხელეთა ზღვრული საშტატო რიცხოვნების შესაბამისი პროპორციით. ასევე, მომავალ თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს შორის გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მუნიციპალიტეტები 100%-იან წილებს ფლობენ", - განაცხადა შერგელაშვილმა.

 


მისივე თქმით, ქონების დაყოფაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამჟამად არსებული მუნიციპალიტეტების საკრებულოები იღებენ, სამინისტრო მათ მეთოდურ დახმარებებს უწევს ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა "ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის გადანაწილების დროებითი წესი", რომლის საფუძველზეც ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტების მომზადებაში სამინისტრო მუნიციპალიტეტებს კონსულტაციურ დახმარებას უწევს. ამავე წესის შესაბამისად, სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებს მათი ლიკვიდაციის პროცესში არსებული დოკუმენტაციის დაარქივებისა და იმ მოქმედი დოკუმენტაციის დაყოფაში, რომელიც ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტების სამსახურების ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი, რათა არ მოხდეს სამუშაო პროცესის შეფერხება ადგილობრივ თვითმმართველობებში და მოსახლეობა მათ მიერ გაწეული მომსახურების გარეშე არ აღმოჩნდეს, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების მომზადებაში, რომელთა თაობაზე მსჯელობა ახლად არჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე იქნება საჭირო.

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ "ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების კონცეფციის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაზეც" ისაუბრა, რომელშიც მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების ეფექტური და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების ხედვა. ეს სისტემა დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებითა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, რომლის 1% გაღებას საკუთარ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ავალდებულებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი