თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში საგრძნობლად არის დაცემული
14-03-2016, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში საგრძნობლად არის დაცემული. დღეს (15 მარტი) დილიდან 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.365-2.37 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2.63 ლარია.


ეს კი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ (14 მარტი) დადგენილ ოფიციალურ კურსზე 5 პუნქტით ნაკლებია ორივესთან, დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ლარი ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.



ეროვნულმა ბანკმა გუშინ (14 მარტი) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გამყარდა.


1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.4175 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი ლარი  2.4258 ღირდა.


0.0092 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ოფიციალური ფასი 2.6851ლარი გახდა. ძველი კურსით კი 1 ევროს ღირებულება  2.6943 ლარს შეადგენდა.

კომენტარები: 1
#1   vaxtangi
      
გამყარდა არა ტყემალი ხელოვნურად აყავტ ჩამოყავთ კურსი მაგით კეთდება ფულიიი
15 მარტი 2016 03:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი