სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლობის გარდა 4 სხვა რელიგიური მიმდინარეობაც დაფინანსდება
27-01-2014, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიები რომლებიც საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


საუბარია "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ წარადგინა.


პრემიერის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

"განიხილება საკითხი რომელიც ეხება, ოთხი რელიგიური მიმართულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვინაიდან ეს რელიგიები საქართველოში საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა. ეს იმ პრინციპს დაეფუძნება, რა პრინციპითაც ჩვენ ვაფინანსებთ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ესენი იქნება: მუსულმანური რელიგია, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. ახალი ხელისუფლების პირობებში, რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/35889-sakhelmtsifo-biujetidan-kidev-othkhi-konfesia-dafinansdeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი