მიხეილ გიორგაძე: მაღალი კლასის უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას
17-03-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და დაამატა, რომ მაღალი კლასის უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას.


მინისტრის თქმით, უცხოელი შემსრულებლების კონცერტები საქართველოს ყველა რეგიონში ბევრი მიზეზის, მათ შორის ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაიმართება.


"ჩვენ არ ვარ მზად, რომ მთელ ქვეყანაში ამ დონის ღონისძიებები გავმართოთ და ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ იგივე ქართველი შემსრულებლების ძალიან მაღალ ჩართულობას. ეს ყველაფერი ტურისტულად უფრო მიმზიდველ იმიჯს კიდევ უფრო გაუმაგრებს საქართველოს და როდესაც "ა" კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რადგან ასეთ სახელებს საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მოჰყვება," განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და დააზუსტა, რომ სხვადასხვა არტისტის მოთხოვნიდან, თავად კონცერტის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასახვა ადგილი იქნება შერჩეული, თუმცა კონცერტების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ გაიმართება.


კითხვაზე, უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როგორი იყო მაშინ მისი პოზიცია, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა და ის ყოველთვის მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

 


"ამ შემთხვევაში თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ დიდი საერთაშორისო ვარკვლავების კონცერტების უმრავლესობაზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტები უნდა შევქმნათ, მაშინ როცა ვსაუბრობთ უცხოეული ტურისტების მოზიდვაზე. ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები. თავად არტისტებიც, პირველ რიგში, პოტენციური მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებდნენ წინ, ვიდრე საუბარი წავიდოდა ტექნიკასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებეზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს," განაცხადა კულტურის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი