საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ 19:9, მეორე ტაიმი კი - 38:9 დასრულდა.
მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა.
მატჩის გამარჯვებულს ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც გადაეცა, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.