მილტონ ჰეიგი: "საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ შეიგრძნოს აქაური კულტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს
19-03-2016, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ, ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, - ეს განცხადება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საქართველო-რუმინეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

 

 

"მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას. აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რჩევა მისცა.

 


"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ჰეიგმა.

 


"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს.

 

 

კომენტარები: 1
#1   თემური
      
მინდა მიულოცო ბიჭბს და სრულიად საქარტველოს ეს შესანიშნავი გამარჯვება.ბატონ ჰეიგს განსაკუთრებული მადლობა ყველაფრისთვის
20 მარტი 2016 06:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი