მთავრობამ დაადგინა რომელი თანამდებობის პირმა რა ღირებულების ავტომობილით უნდა ისარგებლოს
27-01-2014, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წელს მთავრობა მორატორიუმს აცხადებს და ე.წ. I კატეგორიის ავტომობილების შესყიდვაზე უარს აცხადებს.

 

აღნიშნული ინიციატივით პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა, სადაც სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესი დამტკიცდა.

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესასყიდი ავტომობილებისთვის. დაუშვებელია დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. წესის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების სატენდერო წინადადებებში მოთხოვნილი იქნება არა მხოლოდ შესაძენი მანქანის საწყისი ღირებულება, არამედ მანქანის საწყისი ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ფასი ერთი წლის განმავლობაში (საწვავის ხარჯი, მომსახურების ხარჯი და ა.შ.), რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.


წესის მიხედვით, სახელმწიფო ავტოპარკი დაიყო ოთხ კატეგორიად: IV ყველაზე დაბალი კატეგორიის ავტომობილები გამოიყენება საკურიერო-საფელდეგერო მომსახურებისთვის და ქალაქის შიგნით თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის. ამ კატეგორიის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა – $15 400 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში), ხოლო I -ელ კატეგორიად განისაზღვრა ავტომობილები, რომლებიც მოემსახურებიან მინისტრის მოადგილეებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს. მსუბუქი (სედანი) ავტომობილის მაქსიმალურ ფასად ამ კატეგორიაში განისაზღვრა $31500 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

 

III კლასის ავტომობილები გამოიყენება სამორიგეო, მომარაგების, თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; მოემსახურება საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს, რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს. ფლობის მაქსიმალური ღირებულება -$16800 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის -$24300 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

 

II კლასის ავტომობილები მოემსაახურება ქვემოთ ჩამოთვლილი რანგის საჯარო მოსამსახურეებს და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: დეპარტამენტის უფროსი, მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირებიდა სხვა ამ რანგის საჯარო მოსამსახურეები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26500 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

 

I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი. საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა მაღალი განმავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება $47000 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

 

ასევე, დადგინდა ავტომობილების გადანაწილების წესი - 1 ცალი ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ცალი ავტომობილი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მისიებზე, პროტოკოლის ავტომობილებზე, თავდაცვის სამინისტროს გენ.შტაბზე, ოპერატიული დანაყოფებზე და სხვა განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე უწყებებზე.

 

ჩამოთვლილი კატეგორიის სამსახურებს ავტოპარკის სტანდარტიზაციისთვის, დაევალათ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით ინდივიდუალური პროექტების შემუშავება.


გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქართველოს უზრუნველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების განახლებული რეგულაციების შემუშავება არა უგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლისა, რომელიც გაამკაცრებს აღნიშნული საშუალებების გამოყენებას.

 

ამასთან, პრემიერის ინიციატივით, სამინისტროებმა უნდა განახორციელონ არსებული ავტოპარკის მონიტორინგი და იმ მაღალი კლასის მანქანების რეალიზაცია მოახდინონ, რომლებიც განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენენ და მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. მიღებული სახსრები კი, ისევ იმ სტრუქტურის განვითარებას - კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა მოხმარდეს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1  ლიკა
      
ღარიბაშვილი არის სამართლიანი ადამიანი, ძალიან ვაფასებ მას და მჯერა რომ მისი მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ ქვეყანას აყვავებამდე, გაძლიერებამდე მიიყვანს

ჩვენი პრემიერი სიტყვის კაცია! თქვა და გააკეთა კიდევაც!

როდესაც მანქანების თემა მართლაც გაირკვევა მერე უფრო მეტად გაჩნდება ნდობა საზოგადოებაში ახალი მთავრობის მიმართ

ვინაიდან თქვა ღარიბაშვილმა რომ მინისტრები თავს უფლებას არ მისცემენ ფუფუნებაში იცხოვრონ და ბოლო მოდელი მანქანებით იარონ
27 იანვარი 2014 20:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი