გიორგი კვირიკაშვილი: უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში
21-03-2016, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.  გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტში შეხვდა.


,,გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითრების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინიტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითრების გეგმით დაინტერესდნენ.


შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი