„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
22-03-2016, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ირაკლი ცეცხლაძის ხელმძღვანელობით ქაქუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.


როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრა. მათი ძირითადი მოთხოვნა შიდა სასოფლო გზების მოწერიგება იყო.


დღესვე შეხვედრა დაბა ოჩხამურში, მუხაესტატესა და გვარას ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართა. სასოფლო კრებები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით იმართება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ახდენს.


მოსახლეობასთან შეხვედრები რამდენიმე დღეს გასტანს და 25 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ მოხდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დაიწყება განსაზღვრული ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 490 696 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი