სენატორმა ბერნი სანდერსმა ვაშინგტონის, ალასკასა და ჰავაის პრაიმერებში უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა
27-03-2016, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის ბრძოლაში კიდევ 3 შტატში გაიმარჯვა და ცდილობს ჰილარი ქლინთონის დღემდე არსებულ მოწინავე პოზიციებს დარტყმა მიაყენოს.

 


სენატორმა სანდერსმა ვაშინგტონში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. მან ხმების 76% მიიღო, ჰილარი ქლინთონმა კი 24%.

 


ალასკაში, შეერთებული შტატების ტელევიზიების თანახმად, მან ხმების თითქმის 79% მიიღო, ქლინთონმა კი 21%.

 

 

ჰავაიში კი სანდერსმა ხმების 70%, ხოლო ქლინთონმა 30% მიიღო.

 

 
შაბათის საარჩევნო მარათონში, ვაშინგტონი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გამარჯვებების მიუხედავად, სანდერსს ქლინთონის წამყვანი პოზიციიდან ჩამოსატოვებლად მტკიცე ბრძოლა მოუწევს.

 


შაბათის კენჭისყრების ჩათვლით, ჰილარი ქლინთონს 1 243 დელეგატი, ბერნი სანდერსს კი 975 ჰყავს.

 

 

თუკი სუპერდელეგატებსაც ავიღებთ - პარტიის ოფიციალური პირები, რომელთაც შეუძლიათ ერთსაც და მეორე კანდიდატსაც დაუჭირონ მხარი - და მათ შორის, ვინც უკვე გამოაცხადა თავისი არჩევანის შესახებ, ქლინთონისა და სანდერსის მხარდამჭერი დელეგატების თანაფარდობა ასე ნაწილდება: 1 692 - 949-ზე. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი