კახა კალაძე: ყოველთვის ვამბობდი, რომ კოალიცია დაიშლებოდა - კარგი იქნება თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას
27-03-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ.

 

 

კონფერენციაზე "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს. დღესვე აირჩიეს "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის ბიუროს ხუთი წევრი და ყრილობის შვიდი დელეგატი რუსთავიდან.

 

 

ვიცე-პრემიერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას პარტიის მუშაობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი აპრილში, "ქართული ოცნების" ყრილობის ჩატარების შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დაწყება დააანონსა.

 

 

"პარტიაში რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება, ახალი სისხლი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ვინ გაწევრიანდება პარტიაში, რამდენიმე დღეში ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას. მე სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 4
#4   კახა
      
ფაქტია, რომ საუბარია რესპუბლიკურ პარტიაზე. გეთანხმებით, რომ ეს არის საერთო იდეოლოგიით გაერთიანებული ინტელექტუალების ჯგუფი. მათ კარგად იციან მოსახლეობის განწყობა მათ მიმართ, მაგრამ ნაბიჯიც კი არ გადადგეს მათთან პოზიციების დასაახლობელად. რა გამოდის, ქვეყანა უნდა მოერგოს პარტიის ინტერესებს? მეორე , საზოგადოების განვითარება არც ისეთი დაბალია, როგორიც მათ ჰგონიათ
28 მარტი 2016 02:15
#3   mari
      
გეთანხმებით Uran49.
28 მარტი 2016 00:14
#2   gigi
      
ამერიკოსი რესპუბლიკელები ქუჩაში უნდა დარჩნენ!
27 მარტი 2016 12:35
#1   Uran49
      
ვფიქრობ,გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ,თუ პარტიის რეიტინგი საზოგადოებაში დაბალია ეს სულაც არ ნიშნავს,რომ ეს პარტია სუსტია...ეს მხოლოდ საზოგადოების განვითარებაზე მიუთითებს..მიეცით შანსი პარტიებს...ამით ქვეყანა მოიგებს და არ წააგებს არავითარ შემთხვევბაში..... თქვენ კარგავთ ფასეულ გამწევ ძალას,რომლის ფასი ამ საზოგადოებამ არ იცის...
27 მარტი 2016 07:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი