თიანეთში „მემარცხენე ალიანსის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
27-03-2016, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მემარცხენე ალიანსი" "პარტიული რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის კვირეულის" ფორმატში, რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 

 

პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ და საორგანიზაციო მდივანმა, კოკა გუგუშვილმა აღნიშნული კვირეულის ფორმატში, დღეს, თიანეთის პარტიული ორგანიზაცია დააფუძნეს და ადგილობრივ მოსახლეობას თიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი არჩემაშვილი წარუდგინეს.

 


ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, არის წყლის მრიცხველების დაყენება. კერძო კომპანია ახორციელებს მრიცხველების დამონტაჟებას, რაც ემსახურება მხოლოდ ამ კერძო კომპანიის ხელმძღვანელთა გამდიდრებას გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე. მოსახლეობას პრეტენზია აქვთ ხლისუფლების მიმართ, რომ მან ვერ აღკვეთა ეს უსამართლობა. თიანეთისთვის წყალი ეს არის უფლისგან ბოძებული საჩუქარი, რომელიც მათ თვითდენებით უნდა მიეწოდებოდეთ.

 


მოსახლეობამ მადლიერება და კმაყოფილება გამოხატა „მემარცხენე ალიანსის“ მიმართ იმის გამო, რომ პარტიის მიერ დაყენებული ინიციატივისა და ბრძოლის შედეგად კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწების დაკანონება პირველი მაისიდან გახდება უფასო. რის თაობაზეც ერთი კვირის წინათ საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის მინისტრმა განუცხადა.

 


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვირეულის ფორმატში უკვე დაფუძნდა „მემარცხენე ალიანსის“ ქუთაისის, თერჯოლის, გორისა და ქარელის რაიონული ორგანიზაციები და გაიხსნა პარტიული ოფისები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი