"ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს კითხვას ვუგზავნი - რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის?"
27-03-2016, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება.

 

 

"ყველა მინდა დაგაწყნაროთ. ეს კაცი, ჯოზეფ დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ!

ჯოზეფ დალს კი პირდაპირ შეკითხვას ვუგზავნი მეილზე, რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის???? იქნებ, თქვენზეც აქვთ ოდესღაც რამე კომპრომატები ჩაწერილი და დღეს თავად ხართ შანტაჟის მსხვერპლი?

 

 

ვინც არ იცის რა მოხდა "რუსთავი2"-ის ეთერში: ნაცმოძრაობამ გადაწყვიტა ყველა ბინძური ფორმა და ტექნოლოგია გამოიყენოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და დღეს "რუსთავი2"-ის ეთერში ევროპის სახალხო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს გააკეთებინეს (!) ყოვლად უპასუხისმგებლო, შანტაჟის შემცველი განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ადეკვატური, მაგრამ უმკაცრესი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

 

 

ევროპარლამენტარები, მათ შორის სახალხო პარტიიდან არ მიჯერებენ, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა საქართველოში და ამბობენ, რომ ეს სრული გაუგებრობაა.

 

 

ჩვენ, საქართველომ უმაღლესი წარმატებით შევასრულეთ ყველა საშინაო დავალება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ასეთივე უმაღლესი შეფასებები მივიღეთ თავად ევროპელებისგან. დარჩა მხოლოდ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ევროპარლამენტში და შემდეგ ევროკავშირის საბჭოზე ბოლო წერტილის დასმა.

 

 

არავის, არასდროს, არც ერთ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა ოქტომბრის არჩევნებთან არ დაუკავშირებია. ახლა, როგორც ჩანს ნაცმოძრაობა იყენებს კიდევ ახალ იარაღს იმისთვის, რომ ჩაშალოს ეს პროცესი და ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას და საკუთარ ხალხს. არ გამოგივათ!

 

 

თუ ასე გააგრძელეთ, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უმკაცრესი რეაგირება თქვენს მორიგ მოღალატეობრივ მზაკვრობაზე და პირდაპირ ანტიქართულ საქციელზე ექნება სწორედ ამავე ქვეყნის ხალხს და ამომრჩეველს, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ასე შანტაჟით და დაშინებით ცდილობთ.

 

 

მაინც, ასე ბრიყვულად როგორ მოიქეცით? არც კი გიფიქრიათ, რომ ეს საქციელი შეიძლება ზუსტად თქვენვე შემოგიტრიალდეთ უკან?
არ გამოგივათ და არც გაპატიებთ!" – წერს ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი