ღარიბაშვილის და დანელიას შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - "ირაკლი ღარიბაშვილს თუ უნდა პოლიტიკაში დაბრუნება, ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს"
27-03-2016, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება, „იმედის“ ტელეკამერის წინაშე გამოჩნდა, თუმცა არ ისურვა პასუხის გაცემა კვირის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას.

 


ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ღარიბაშვილი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას შეხვდა, თუმცა საუბრის თემატიკა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

 

რესტორნიდან გამოსულმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში - პასუხი არ გასცა. „ვივახშმეთ, დიდი მადლობა“, მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელმაც რესტორანი დაცვის თანხლებით დატოვა.

 


ტელეკომპანიის ცნობით, რესტორნიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც „იმედის“ ინფორმაციის თანახმად, ერთადერთი პირი იყო, ვინც ღარიბაშვილს შეხვდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მან დატოვა რესტორანი და „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწია, დანელიამ თქვა, რომ იგი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

დაბლა გთავაზობთ სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ჟურნალისტის იმ საუბრის შინაარსს, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.

 


ჟურნალისტი: რაზე ისაუბრეთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან?

 

 

ოთარ დანელია: ირაკლი ღარიბაშვილთან რაზე უნდა მესაუბრა? თქვენთვის საინტერესოზე არაფერზე.

 

 

ჟურნალისტი: რაზე ისაუბრეთ?

 


ოთარ დანელია: არაფერი, მეგობრები ვიყავით შეკრებილები.

 


ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, დაბუნდება ის?

 


ოთარ დანელია: მას უნდა ჰკითხოთ თავად, მე არ ვფლობ ინფორმაციას. იგი ჩემი მეგობარია და როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვსაუბრობთ პირად თემებზე და არა პოლიტიკურ თემებზე.

 


ჟურნალისტი: არ გაგიმხილათ მისი კარიერული მომავალი, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას?

 


ოთარ დანელია: არ დავინტერესებულვარ ამით. მას თუ უნდა, ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი