საზარელი ცუნამი, რომელმაც გაანადგურა ბრიტანეთი
03-04-2016, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ ცუნამიმ, რომელიც 25 მეტრს სწვდებოდა, შოტლანდიის კუნძულებს და სანაპირო ზოლს 80 მილი საათში სიჩქარით (130კმ/სთ) გადაუარა. ეს შესაძლოა კლიმატის ცვლილებით ყოფილიყო გამოწვეული. არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ ის ისევ განმეორდეს?

 


Guardian.ge გთავაზობთ BBC -ს ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული ამანდა რაგერის კვლევის - საზარელი ცუნამი, რომელმაც გაანადგურა ბრიტანეთი - ქართულ თარგმანს.

 


შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე შემოდგომის დღე იდგა. შესაძლოა, ნავებს ნადავლი, დაჭერილი თევზი გადაჰქონდათ; შესაძლოა ბავშვები სანაპიროზე თამაშობდნენ. შემდეგ კი ის მოვიდა: წყლის კედელი 25 მეტრზე მაღლა სწვდებოდა სანაპირო ზოლის დონეს, იმდენად მაღალი იყო, რომ მიაღწევდა 7-სართულიან შენობას. ტალღები კი, 30 მეტრი წამში სიჩქარით (80 მილი/სთ) მოემართებოდნენ და ზედ ადუღაბებდნენ ყოველივეს.

 


მაგრამ 2004 წლის ინდოეთის ცუნამისგან განსხვავებით, გარშემო კამერები არ იყო, რომ აღებეჭდათ გამანადგურებელი სცენა, არ არსებობდა ინტერნეტი, რომ განვრცობილიყო ახალი ამბები. ნაცვლად ამისა, როდესაც წყალმა უკან დაიხია, მხოლოდ ლანდშაფტის ანაბეჭდები დატოვა, რომელიც აღმოუჩენელი დარჩა და მომავალი 8 000 წელი უნდა დალოდებოდა მკვლევარებს.

 


დღეს გეოლოგები, პალეონთოლოგები და არქეოლოგები მუშაობენ იმაზე, რომ გამოიკვლიონ თუ რა მოხდა ზუსტად, რა იყო მისი შედეგები - და რამდენად არის მოსალოდნელი, მსგავსი რამ კვლავ მოხდეს.

 


ცუნამი, რომელმაც ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 6 200 წელს ჩრდილოეთ ზღვის გასწვრივ, ნორვეგიიდან შოტლანდიამდე სივრცეს გამანადგურებელი ძალით გადაურა, გამოწვეული იყო ნორვეგიის სიახლოვეს, დაახლოებით180 მილის (290კმ) კონტინენტური შვერილის უეცარი ჩამოქცევით, რასაც 3 000 კუბური კილომეტრის დანალექის გადაადგილება მოჰყვა. სტორეგას მეწყერით წარმოშობილი ტალღები შოტლანდიის ნაპირებს კარგა მანძილზე გასცდა და გრენლანდიამდე მიაღწია, აცხადებს ლონდონის იმპერიალ კოლეჯის დოქტორი ჯონ ჰილი.

 


დღევანდელ დღესაც კი, ის არის სიდიდით მესამე წყალქვეშა მეწყერი, რაც კი ჩვენ დედამიწაზე ვიცით, და ყველაზე დიდი, რაც კი დღემდე არის ცნობილი, რომელმაც ცუნამი წარმოშვა, აცხადებს ჰილი. მაგრამ ესაა სწრაფი ცვლილებების და უზარმაზარი ამბების მთელი სერიების ეპოქა, რომელიც დედამიწაზე ყინულის ერის დასასრულად განისაზღვრა - დაიწყო 110, 000 წლიდან და დაახლოებით 12 000 წლის წინანდელ პერიოდამდე გაგრძელდა.

 


ეს არის პერიოდი, როცა მსოფლიო ნამდვილად იცვლება,“ აცხადებს ბრედფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ვინცენტ კაფნი. „ეს არის თანამედროვე სამყაროს ფორმაცია, ფიზიკურადაც და კულტურულადაც.“

 


გამყინვარების ეპოქაში, ჩრდილოეთ ჰემისფეროში ყინული ფარავდა ყველა იმ ტერიტორიას, რაც დღეს წარმოდგენილია კანადისა და შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილით, ისევე როგორც აზიის დიდ ნაწილს, რუსეთს, ჩრდილოეთ ევროპასა და ბრიტანეთს. შემდეგ კი, დაახლოებით 20 000 წლის წინათ დადგა დათბობის პერიოდი. ამის მიზეზები ჯერ კიდევ დებატების საგანია, მაგრამ არსებობს მზარდი სამხილი იმისა, რომ მზის ენერგიაში სეზონური ცვლილებებისაგან დათბობა შესაძლოა გამწვავებული ყოფილიყო ატმოსფერული სითბური გაზების ბუნებრივი ზრდით.

 


ყინულის გადნობის შედეგად, ბრიტანეთი ყინულით დაფარული ტუნდრიდან, კონტინენტური ევროპის შიგნით, ტყიან ადგილად გადაიქცა, რომლის ჰოლანდიასთან გადახიდული მიწაც უფრო დიდ სივრცეს მოიცავდა, ვიდრე ჰოლანდია -დოგერლენდი - რომლის გასწვრივაც ახლა სამხრეთით ჩრდილოეთის ზღვაა.

 

 მხატვრის მიერ შექმნილი ნახატი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ბრიტანეთი ყინულის დნობის შემდეგ


მკვლევარების თანახმად, ის უაღრესად მომხიბლავი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად: დაბლობზე მდებარე არე-მარე, რომელიც ხასიათდებოდა ტბებით, მდინარეების შესართავებით, ტყეებით და მარილიანი ჭაობებით.

 


ყინულის დნობას სხვა შედეგებიც ჰქონდა. ჩრდილოეთ ამერიკაში, დამდნარმა წყალმა უზარმაზარი ტბა წარმოქმნა, უხეშად რომ ვთქვათ, შავი ზღვის ზომის. დაახლოებით 8 200 წლის წინათ, ბოლო მყინვარებმა რომელთაც წყლები უკან ეჭირათ, დაიხიეს, რამაც ტბიდან წყლის გამოხეთქვა და შედეგად ჩრდილო ატლანტიკის წყალდიდობა განაპირობა. მომდევნო 100 წლის განმავლობაში, ზღვების დონეებმა 2-4 მეტრით მოიმატა, ამბობს ჰილი.

 


ზღვების დონეების აწევა საბოლოოდ ჩაძირავდა დოგერლენდს, ზედმეტ სახელად „ბრიტანეთის ატლანტისს“, რამაც ბრიტანეთი კუნძულად აქცია, ერთხელ და სამუდამოდ. „ეს იყო ბრიტანეთის პირველი Brexit- ი, „გასვლა ევროპიდან“ (შენიშვნა: Brexit-ი, "British exit"-ის აბრევიატურაა, რაც უკავშირდება იმის შესაძლებლობას, რომ ბრიტანეთი გავიდეს ევროკავშირიდან ), როდესაც ჩვენ დავტოვეთ კონტინენტი,“ ხუმრობს გაფნი.

 


მეცნიერთა უმეტესი ნაწილი თანხმდება, რომ იმ დროისთვის, როცა ბრიტანეთს ცუნამიმ გადაუარა, ზღვის დონის ზრდას დოგერლენდი და ბრიტანეთი უკვე კუნძულად ჰქონდა ჩამოყალიბებული.

 


მაგრამ როდესაც ცუნამი დაეჯახა დოგერლენდს, ისევე როგორც ნორვეგიის და შოტლანდიის სანაპიროებს და ჩრდილო ზღვის კუნძულებს, მაგალითად შეტლანდს, მოსალოდნელი იყო, რომ მას გაენადგურებინა მეზოლითური სანაპირო დასახლებები.

 


ცუნამისგან წარმოშობილი ზეგავლენა შესაძლოა ყველაზე უარესი ყოფილიყო, რადგან ის სავარაუდოდ შემოდგომით მოხდა. დანდის უნივერსიტეტის დოქტორმა სიუ დაუსონმა აღმოაჩინა 2 000 წლის წინანდელი გარეული ბლის კურკები ცუნამის ნარჩენებში, რაც შემოდგომის სეზონის მანიშნებელია. აღმოჩენა შემდგომ მხარდაჭერილი იყო ნორვეგიელი მკვლევარების მიერ აღმოჩენილი თევზის ძვლებით და მწვანე ტორფით.

 

 

დრო მნიშვნელოვანია ცუნამის ნარჩენებში, რადგან მონადირეთა ჯგუფები ჩვეულებისამებრ მთებში ზაფხულის პერიოდში ნადირობენ და სანაპიროზე შემოდგომით ბრუნდებიან.

 

 

გვიან ოქტომბერში, ჩრდილო ზღვისა და ნორვეგიის ზღვის სანაპიროებზე მცხოვრები მეზოლითური ადამიანები თავიანთ, ზღვის სანაპიროების მიმდებარედ არსებულ დასახლებებში იქნებოდნენ. უზარმაზარი ტალღების მოხეთქვა, რომლებიც უეცრად გამოჩნდნენ და მიწისაგან პირისა აღგავეს ადამიანები და მათი საცხოვრისები, საშინელება იქნებოდა,“ წერენ კვლევის ავტორები კნუტ რიდგრენი და სტეინ ბონდევიკი. „სარჩო-საბადებლის, ინფრასტრუქტურის, და სამუშაო იარაღის დაკარგვა სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდებოდა გადარჩენილთათვის, და ბევრი გადარჩენილთაგან პირველივე ზამთარსვე ვეღარ გაუძლებდა წინააღმდეგობას და გარდაიცვლებოდა.“

 


არის თუ არა მოსალოდნელი რომ მსგავის რამ განმეორდეს? დაუსონი, სტორეგას ცუნამის ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მკვლევარი, აცხადებს, რომ ცუნამები უკვე არის ევროპაში უფრო ხშირი შემთხვევების ადგილი, ვიდრე ამას შეიძლება ხალხი ფიქრობდეს.

 


„ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ცუნამები გაცილებით უფრო ჩვეულებრივია, ვიდრე ჩვენ ამას ადრე მივიჩნევდით. სტორეგას დიდი მეწყერი ნამდვილად მთავარი მოვლენა იყო, მაგრამ არსებობს სამხილი იმისა, რომ 1755 წელს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში წარმოშობილმა ცუნამმა გაანადგურა ქალაქი ლისაბონი [პორტუგალიის დედაქალაქი].

 

 

შეტლანდის კუნძულებზე კიდევ ორი სხვა უფრო მცირე მასშტაბის ცუნამების მოხდენის სამხილი გაგვაჩნია, ერთი ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 5000 წელს, მეორე კი ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 1500 წელს იყო. და ბევრი ისტორიული დოკუმენტი არსებობს დიდი ტალღებისა და შესაძლო საგნების შესახებ, რომელიც არ არის გამორიცხული ცუნამი ყოფილიყოს, მაგრამ ისინი არ ტოვებენ რაიმე დანალექის ანაბეჭდებს ლანდშაფტში.“

 


კლიმატის ცვლილების ინტენსიურ პერიოდში, სტორეგას მსგავსი შემთხვევები უფრო მოასლოდნელი ხდება, აცხადებენ მკვლევარები.

 


ბოლო 45 000 წელიწადში, ყველა კონტინენტური ფერდობის დაახლოებით 70%-ის დარღვევა ჩრდილო ნორვეგიაში მყინვარების დნობის ყველაზე ინტენსიურ პერიოდში მოხდა: 16 000-დან 4 000 წლის წინანდელ პერიოდამდე, ამბობს დოქტორი ჯენიფერ სტანფორდი, პალეოოკეანოგრაფი, რომელიც საუსამპტონის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრთან ერთად იკვლევს მიწისქვეშა მეწყერებს ნორვეგიის ზღვაში.

 


„ხდება მეტისმეტად დამძიმება კონტინენტური შვერილის დანალექებით, იმ ზღვრამდე, როცა ის უკვე ვეღარ უძლებს ამას და ირღვევა,“ აცხადებს სტანფორდი. „ძირითადად, ეს იყო ყველაზე შესაძლებელი მიზეზი. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ 100%-ით დარწმუნებული.“

 


ასევე შესაძლოა, წყლის მოცულობის სწრაფ ზრდას ეთამაშა გარკვეულწილად კონტინენტური შვერილის მადესტაბილიზებელი როლი. ან კიდევ შესაძლოა მომხდარიყო მიწისძვრა, ანდა მეთანის დეგაზირება - ან სხვადახვა მიზეზის კომბინაცია.

 


დღეს, ზოგიერთი ამ ფაქტორთაგან, შესაძლოა კვლავ უკან ბრუნდება.

 


„გამოითქმის ვარაუდები, რომ ეს მეწყერები, კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა უფრო ხშირი იყოს,“ ამბობს დაუსონი.

 


ოკეანის დათბობამ შესაძლებელია განაპირობოს გაზის ჰიდრატების დნობა ყინულში, რომელიც შეიცავს მეთანს, რამაც შემდეგ საბოლოოდ, შესაძლოა დანალექების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ყინულის შრის დნობა შესაძლოა დიდი მიწისძვრების სიხშირის მიზეზი გახდეს. ყველა ეს ცვლილება შესაძლებელია წყლისქვეშა მეწყერების ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს, რაც არ არის გამორიცხული ცუნამიგენიკური იყოს. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ აღნიშნულ კვლევებს - რომ განვსაზღვროთ სიხშირე და დრო ამისა. და თქვენ ხედავთ მცირე ზომის ცუნამების ზრდას გრენლანდიის გარშემო, და აისბერგის მოწყვეტას.

 


თუ დესტაბილიზაციამ განაპირობა სხვა სტორეგას ზომის მეწყერი, შედეგი უზარმაზარი იქნება, ამბობს ჰილი. „თუ მსგავსი სიდიდის შემთხვევა მოხდა სვალბარდში [ნორვეგიის არქიპელაგი] ან გრენლანდიაში, დიდ ბრიტანეთზე გავლენა იქნება გაცილებით, გაცილებით დიდი, იმის გათვალისწინებით, რომ მიმართულება ჩვენკენ იქნება,“ ამბობს ჰილი. შეიძლება ვიხილოთ ტალღები 10 მეტრის და უფრო მეტი სიმაღლის, რომელიც მაგალითად, ადვილად მისწვდება ედინბურგისა და ნიუკასლის მსგავს ქალაქებს.

 


მაგრამ მკვლევარი სწრაფად ამატებს: „ის, რომ ამის მსგავსი რამ მოხდეს, ასტრონომიულად მცირეა. ეს არ არის მოსალოდნელი რომ მოხდეს, მაგრამ მცირე ზომის მეწყერების წარმოქმნა უფრო დასაშვებია.

 


ის, რაც ყველაზე ღირებულია რომ გვახსოვდეს, ამბობენ მეცნიერები, ისაა, რომ სტორეგას მეწყერის შემდეგ ხალხმა ადაპტირება გაიარა ცხოვრებისადმი, და არა მხოლოდ შოტლანდიის კუნძულებზე, არამედ ევროპის მზარდად დატბორილ ნაწილში. დოგერლენდი ჩაიძირა, მაგრამ დასახლებებმა და საზოგადოებებმა ცხოვრება განაგრძეს.

 


„ერთი გაკვეთილი, რაც შეიძლება ვისწავლოთ ქვის ხანის პერიოდის წინაპრებისაგან, ისაა, რომ მათ ადაპტირება შეძლეს. შესაძლოა ადამიანები დაიხოცნენ და თემები და საზოგადოებები დაიკარგნენ, მაგრამ საკმაო ოდენობის ხალხი გადარჩა და საშუალება მოგვცა ცხოვრების გაგრძელებისა ნეოლითურ ეპოქაში,“ ამბობს დაუსონი. „ეს იდეა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება, ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ჩვენ შეგვიძლია წარსულიდან დღევანდელობაში გადმოვიტანოთ.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი