გიორგი კვირიკაშვილი - 10 წელიწადში საქართველო თანამედროვე ევროპული სახელმწიფო იქნება
04-04-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

”ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის.

 

ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ 10 წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.

 

 

”ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი. ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე. საერთოდ, ჩემი მოლოდინით,საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   შოთა
      
ევროპულ, უფრო სწორად ნორმალურ ქვეყნად გადაქცევას 10 ან 100 წელი კი არ უნდა სჭირდებოდეს, არამედ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობს. პიროვნება არ უნდა იჩაგრებოდეს, ეს მარტო შემოსავალსა და გართობა დასვენებაზე არაა დამოკიდებული. ხალხის კეთილდღეობას სულ სხვა რამ სჭირდება, რაზედაც ჩვენს სახელმწიფოში ჯერ ფიქრიც არაა დაწყებული, ყოველ შემთხვევაში მე არსად წამიკითხავს, არც მომისმენია.
5 აპრილი 2016 09:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი