ზურაბ ჯაფარიძე: არადეკლარირებული თანხა რომ გვქონოდა, დაგვაკავებდნენ და ციხეში გაგვიშვებდნენ
20-06-2014, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანის საბაჟოზე მათი დაყოვნების მიზეზი რეისზე დაგვიანება გახდა, რაც მისმა პერსონალურმა ჩხრეკამ გამოიწვია.

 

 

როგორც მან აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომლებსაც მარნეულსა და გარდაბანში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 


მისი თქმით, ბაქოდან გამომგზავრების წინ, საბაჟოზე პერსონალურად გაჩხრიკეს, რისი მიზეზიც არ აუხსნეს. ამის გამო, დეპუტატებმა რეისზე დააგვიანეს და საქართველოში მომდევნო რეისით გამოფრინდნენ.

 


"როდესაც აეროპორტში მივედით, იქ იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან მოსულიყვნენ და ეკითხათ, თუ მართლა დაპატიმრებულები ვიყავით რამე პრობლემა ხომ არ გვქონდა, ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათ ამათო" - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

მისივე განმარტებით, 1 მლნ აშშ დოლარი რომ ჰქონოდა, როგორც მინიმუმ, ტელეფონს როუმინგში ჩართავდა.

 


"არადეკლარირებული თანხა რომ გვქონოდა ამაზე, რა თქმა უნდა, დაგვაპატიმრებდნენ და გაგვიშვებდნენ ციხეში. აზერბაიჯანში ჩვენს კოლეგებთან გვქონდა შეხვედრა, რომელიც პოსტსაარჩევნო სიტუაციას ეხებოდა, მათ შორის, რაც განვითარდა მარნეულსა და გარდაბანში"- აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

 

გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის საქართველოში გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ გუშინვე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აეროპორტის ტერმინალზე, არადეკლარირებული თანხის გადმოტანის დროს მხოლოდ დააყოვნეს. საუბარი იყო დაახლოებით, 1 მლნ დოლარზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი