„ქართული ოცნება“: სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის
20-06-2014, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ქართულ ოცნების" პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს.

 


ამის შესახებ გიორგი გეგეჭკორმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების აზერბაიჯანში დაყოვნების ფაქტს ეხმაურება.

 


გეგეჭკორის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.

 


"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს. საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე. სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც" - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

 


კოალიციაში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება უჭირს.

 


"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება.

 


გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის საქართველოში გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააყოვნეს.

 


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თბილისში გუშინ გვიან საღამოს დაბრუნდნენ და აღნიშნული ინფორმაცია კატეგორულად უარყვეს. მათი განცხადებით, საბაჟოზე დაყოვნების მიზეზი რეისზე დაგვიანება გახდა, რაც დეპუტატების პერსონალურმა ჩხრეკამ გამოიწვია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი