მაია ფანჯიკიძე: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა
20-06-2014, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ქვეყნის ევროპული არჩევანი საბოლოოდ განმტკიცდება.

 


როგორც მან დღეს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 27 ივნისს, შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის თავდაუზოგავი შრომის შედეგად გაფორმდება.

 


მისი თქმით, შეთანხმებას ხელი ეწერება პარაფირებიდან უმოკლეს ვადაში, რაც მხარეთა პოლიტიკურ სურვილზე მიანიშნებს - გააღმავონ თანამშრომლობა და გადავიდნენ ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე.

 

 

"ასოცირების შეთანხმება ამბიციური და ინოვაციური - ე.წ. ახალი თაობის შეთანხმებაა, რადგანაც მოიცავს ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს, რაც ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან ნაწილს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირთან ინტეგრაცია არა მხოლოდ მისი საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება" - განაცხადა მინისტრმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველო, როგორც ქვეყანა სრულიად იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომელთაც ასოცირების შეთანხმება ეფუძნება.

 

 

მინისტრის განმარტებით, შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში დანერგოს უმაღლესი დონის ევროპული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ზრდას და უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას განაპირობებს.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი 2010 წლიდან დღემდე, შეთანხმების გაფორმების პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.

 


საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება მიმდინარე წლის 27 ივნისს ფორმდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი