რიკოთის გზის ალტერნატიული ავტომაგისტრალი, 20 კმ საერთო სიგრძის სხვადასხვა გვირაბით, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს
06-04-2016, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფო აშენებს რიკოთის გზის ალტერნატიულ გზასაც, რომელიც ხარაგაულის მიმართულებით გაივლის და ზესტაფონს დაუკავშირდება, -აღნიშნული განცხადება "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა, გიორგი სეთურიძემ გააკეთა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის სიგრძე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება.


"ორივე გზის სიგრზე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება. დაიწყება ჩუმათელეთიდან და დასრულდება ზესტაფონის გასასვლელში. აშენდება არსებული გვირაბის პარალელური გვირაბი. გარდა ამისა კიდევ აშენდება 20 კილომეტრი საერთო სიგრძის სხვადასხვა გვირაბი, რომლის საშუალებით შევამოკლებთ გზას ქედების გარშემო", - აცხადებს სეთურიძე.


რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა რიკოთის გზის ალტერნატივა ტრანსპორტისთვის ფასიანი, რომლის შესაძლებლობაზეც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინათ ისაუბრა, მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ჯერჯერობით ფასიანი გზის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


"ჯერჯერობით არ განიხილება, დასაშვები ყველაფერია. ამ ეტაპზე ყველა მონაკვეთი, რაც შენდება, იქ ფასიანი მონაკვეთები გათვალისწინებული არ არის", - ამბობს გიორგი სეთურიძე.


ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველის თქმით, რიკოთის ახალი გზის პირველი მონაკვეთის - ჩუმათელეთი-ხევის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, ხოლო დარჩენილი სამი მონაკვეთის - ხევი-ზესტაფონის დაპროექტება მიმდინარე წელს დაიწყება, მშენებლობა კი 7-8 თვით გვიან, ვიდრე პირველი მონაკვეთი.


გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი, მეორეს კი აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი 20%-ია. პროექტი, რომელიც სავარაუდოდ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი