ეროს რამაზოტის და რობი უილიამსის გარდა, საქართველოში კონცერტებს Maroon 5 და ხოსე კარერასი გამართავენ
07-04-2016, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

Сheck-in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი). Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. ორგანიზატორების თქმით, ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი