ვლადიმერ პუტინი - „პანამის დოკუმენტები“ რუსი ხალხის ერთიანობის შერყევის მცდელობაა
07-04-2016, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პანამის დოკუმენტებს რუსი ხალხის „ერთიანობის შერყევის მცდელობა“ უწოდა.

 

„ამის ყველაზე მარტივი გზა - ხელისუფლების ორგანოების, მმართველი ორგანოების მიმართ უნდობლობის შექმნაა საზოგადოების შიგნით - განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ე.წ. ოფშორული გამოძიების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, კორუფციულ კომპონტენტს არ შეიცავს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ე.წ. პანამის დოსიეს თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა, ამ საქმეში რუსეთში ცნობილი მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს, თუმცა, როგორც დღეს პუტინმა განაცხადა, როლდუგინს მილიარდები არ გააჩნია.

 

პუტინის თქმით, ის ამაყობს, რომ როლდუგინისნაირი მეგობრები ჰყავს, მუსიკოსი მთელ ქონებას „რუსეთისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ხარჯავს“.

„ერთ-ერთ ჩვენს კომპანიაში ის მინორიტარული აქციონერია და გარკვეულ ფულს იღებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მილიარდები არ არის. ეს სისულელა, მსგავსი არაფერი ხდება“, - განაცხადა პუტინმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. პანამის დოსიეში არ ფიგურირებს, შესაბამისად „სალაპარაკო არაფერია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი