თინა ხიდაშელი: ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება რუმინეთში მიიღონ
08-04-2016, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუმინელმა დიპლომატმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ პროგრესზე და ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე.

 


„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრეთ ერთობლივი ძალებით მოქმედების შესაძლებლობებზე და საერთაშორისო ანუ ნატოს და ევროკავშირის ფორმატებზე, პროცესზე რომელიც ამ დროისთვის ვითარდება ორივე მიმართულებით.

 

 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსთან ისედაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დამატებაა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი ჩამოვლენ ჩვენთან და საქართველოში მიმდინარე სწავლებებში ჩაერთვებიან, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს.

 


შეხვედრებზე ვისაუბრეთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტურ გზებზე უფრო მეტ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სეგმენტში. ბუნებრივია, მთავარ საკითხად რჩება ვარშავა და ამიტომ, ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ერთობლივი სტრატეგია, რომლითაც საქართველო და მისი მეგობრები უნდა წარდგნენ ვარშავის სამიტზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაცული და კიდევ უფრო მაღალი უსაფრთხოებით შეხვდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს შეხვდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი