რამ აღგავა რეალურად პირისაგან მიწისა მაიას ხალხები და ცივილიზაცია?
10-04-2016, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE განაგრძობს საინტერესო ფაქტების შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული კვლევების მკითხველისთვის მიწოდებას და ამჯერად გთავაზობთ რობინ ვაილის ინგლისურენოვანი ნაშრომის - მკაცრი გვალვები ხსნის მაიას მისტერიულ დაცემას - ქართულ თარგმანს. აღნიშნული კვლევა ცოტა ხნის წინათ BBC-მ გამოაქვეყნა.

 


1517 წელს, როცა ესპანელი დამპყრობლები ცენტრალურ ამერიკას მიადგნენ, მათი მიზანი იყო დაეპყროთ მაიას ცივილიზაციის მცხოვრებნი. მაგრამ კოლონიალისტებმა იქ ჩასვლის შემდეგ გაიგეს, რომ მათი გასაწევი სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე სხვების მიერ იყო გაწეული.

 


მაიას ტომების კირქვით ნაგები კოშკებიანი ქალაქები - კლასიკური სახე უძველესი მსოფლიოს ყველაზე მოწინავე საზოგადოებების - უკვე ჯუნგლების მიერ იყო გასწორებული.

 


კითხვა, როგორ დასრულდა მაიას ტომების არსებობა, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მისტერიაა, რომელმაც დროს გაუძლო. მაიას ხალხები გადარჩნენ; უფრო მეტიც, მათ მოახერხეს ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაეწიათ ევროპული მმართველობისადმი. მაგრამ, იმ დროისთვის, როცა ესპანელები ნაპირებს მიადგნენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, რომელმაც აღმართა რეგიონის საკულტო პირამიდები, და ერთ დროს ხანგრძლივად შეძლო 2 მილიონამდე მოსახლეობის შენარჩუნება, გაუჩინარებული იყო.

 

 

მაიას პირველ სამშენებლო ადგილმდებარეობებზე მშენებლობები ჩვ.წ.-ამდე პირველ ათასწლეულში წარიმართა, და ცივილიზაციამ თავის სიმაღლეს ჩვ.წ--ამდე დაახლოებით 600 წელს მაიღწია. არქეოლოგებმა მაიას ხალხების ათასობით ქალაქი გამოაშკარავეს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი გადაჭიმულია სამხრეთ მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე, ბელიზისა და გვატემალას გასწვრივ.

 

 

მოსალოდნელია, რომ მაიას კიდევ უფრო მეტი ნანგრევები იყოს დაფარული რეგიონის უდაბური ტროპიკული ტყეების სიღრმეებში.

 

 

200-წლიანი სერიოზული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ, ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით ისეთი მაიას ხალხების შესახებ, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყოთ. მათი განსხვავებული ხელოვნება და არქიტექტურა ადასტურებს, რომ ისინი დიდოსტატები იყვნენ ხელოსნობის.

 

 

მაიას ხალხები ასევე ინტელექტულუარადაც განვითარებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ ძლიერი ცოდნა მათემატიკისა და ასტრონომიის, რასაც ისინი იყენებდნენ თავიანთი პირამიდების და ტაძრების სიზუსტით ჩასამწკრივებლად, მზის სისტემის ბუნიობის გათვლებით. და ისინი იყენებდნენ მხოლოდ მესომაერიკაში დაწერილ ხელნაწერებს, უცნაური შესახედაობის ნიშნებს, რომელიც ცნობილია როგორც მაიას იეროგლიფები.

 


საოცრებები რაც მაიამ მის უკან დატოვა, მას გამძლე მისტიკას სძენს. მაგრამ გზა, სადაც ცივილიზაცია ხვდება თავის დასასრულს, არის ზედმიწევნით საკვირველი.

 

 

მოდი დავიწყოთ იმით, რაც ჩვენ ვიცით. დაახლოებით 850 წელს ჩვ.წ.-ით, აყვავებულობისა და დომინანტობის საუკუნეების შემდეგ, მაიას ხალხებმა ერთი ერთმანეთზე მიყოლებით დაიწყეს დიდი ქალაქების მიტოვება. 200 წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში ცივილიზაციას თავისი დიდებისაგან მხოლოდღა მცირე ნაშთები შემორჩა. მოგვიანებით ჩვენ კვლავ ვიხილავთ იზოლირებულ ხელახალ აღორძინებებს, მაგრამ მაიას ზენიტზე მყოფი ბრწყინვალების მზე სამუდამოდ იყო ჩასვენებული.

 

 

ათწლეულების კვლევების მიუხედავად, არქეოლოგები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან თუ რამ გამოიწვია მაიას ხალხებისა და ცივილიზაციის განადგურება. ისევე როგორც რომის იმპერიის შემთხვევაში, შესაძლოა აქაც, მაიას დაცემაში ერთი დამნაშავე არ ყოფილიყო. მაგრამ მათი დაცემის ბუნებას ზოგიერთი მკვლევარი მიჰყავს იქეთკენ, რომ ირწმუნონ, რომ მაიას ცივილიზაცია გახდა მსხვერპლი მთავარი კატასტროფის - რომელმაც შეძლო ქალაქი ქალაქზე ერთმანეთის მიყოლებით გადაეყირავებინა.

 

 

არსებობს არაერთი უხვი თეორია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მაიას დასრულება. მათ შორისაა ძველი გავრცელებული ამბები - დაპყრობა, სამოქალაქო ომი, სავაჭრო მარშრუტების მოშლა - მაგრამ 1990-იან წლებში ერთ-ერთი თეორია განსაკუთრებით პოპულარული გახდა: მაიას ცივილიზაციის ბედ-იღბალი საბოლოოდ კლიმატის მძაფრმა ცვლილებამ განაპირობა და სასიკვდილოდ გასწირა.

 

 

მაიას დაცემამდე საუკუნეების განმავლობაში - ე.წ. „კლასიკურ ხანაში“ 250-800 წლებში ჩვ. წ.-ით - ცივილზაცია აღორძინების გზაზე იდგა. ქალაქები იფურჩქნებოდა და მოსავალი კარგი იყო. კლიმატის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ დროის ამ მონაკვეთში, იმ ადგილებში, სადაც მაიას ხალხები ცხოვრობდნენ, წვიმის სახით საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა. მაგრამ იმავე მონაცემების მიხედვით, 820 წლიდან წვიმას 95 წლის განავლობაში გვალვები შეენაცვლა, რაც ათწლეულები გაგრძელდა.

 

 

მას შემდეგ, რაც ამ გვალვების პირველი იდენტიფიცირება მოხდა, მკვლევარებმა შენიშნეს გასაოცარი ურთიერთკავშირი მათ მიერ აღნიშნულ დროსა და იმ დროს შორის, როცა მაია დაეცა. მაიას კლასიკური ქალაქების უმეტესობა 850-925 წლებში დაეცა - რაც დიდწილად ემთხვევა ამ საუკუნეების დროს არსებულ გვალვებს. და მაშინ როცა უბრალო თანხვედრა არ არის საკმარისი დასკვნების საბოლოოდ გამოსატანად, და ამ საკითხზე დავის დასასრულებლად, მჭიდრო შესატყვისობა გვალვებსა და ქალაქების დაცემას შორის, კარნახობს ბევრ ექსპერტს იმას, რომ ირწმუნოს, მე-9 საუკუნის კლიმატური ცვლილება შესაძლოა, რაღაცნაირად ყოფილიყო მაიას გარდაცვალების მიზეზი.

 

 

მაგრამ რამდენად მომხიბლავიც არ უნდა იყოს ის, რომ მაიას დაცემა გვალვას მივაწეროთ, ერთი სამხილი უტყუარად რჩება - მაშინ, როცა მშრალი კლიმატის პირობებში მაიას უმეტესი ქალაქები დაეცა, ზოგიერთმა მათგანმა განაგრძო ცხოვრება.

 

 

მაიას ქალაქები, რომლებიც მე-9 საუკუნეში გვალვების დროს დაეცა, ძირითადად თავიანთი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა - იქ, სადაც თანამედროვე დღეებში გუატემალა და ბელიზია. თუმცა კი, იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთით, მაიას ცივილიზაცია არა მხოლოდ გადარჩა ამ გვალვებისას, არამედ მათ გაფურჩქვნის ხანა დაუდგათ.

 

 

მაშინ, როცა მაიას ცივილიზაციის სამხრეთმა ნაწილმა დეზინტეგრაცია დაიწყო, ჩრილოეთი საგრძნობ აღმასვლას განიცდიდა და იზრდებოდა ურბანული ცენტრები, რაც მათ შორის მოიცავდა მაიას ყველა ქალაქს შორის უდიდესს, ჩიჩენ იცას (მსოფლიოს „ახალი შვიდი საოცრების“ ერთ-ერთ ადგილმდებარეობას). ეს ჩრდილოეთის აღორძინება გვალვის თეორიის წინააღმდეგაა მიმართული. თუკი სამხრეთი მუდმივად იყო შეფერხებული კლიმატის ცვლილებებით, მაშინ რატომ არ იყო ჩრდილოეთი, კამათობენ კრიტიკოსები.

 


მკვლევარებმა სხვადასხვა ახსნა-განმარტებები წარმოადგინეს ამ ჩრდილო-სამხრეთის უთანხმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ თეორიას არ ჰქონია უპირობო გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ახლახან ახალმა აღმოჩენამ გარკვეულწილად ნაბიჯი გადადგა იქეთკენ, რომ გადაიჭრას ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სადავო პარადოქსი.

 


მაიას არქეოლოგები დათარიღებასთან დაკავშირებით სირთულეებს წააწყდნენ. წარსულ კოლონიურ დროებას მაიას არც ერთი წერილობითი მონაცემი, რაც ერთ დროს ათასობით იყო წარმოდგენილი, არ გადარჩენია. (კათოლიკე მღვდლების ბრძანებით, ესპანელები ბითუმად წვავდნენ წიგნებს - მხოლოდ 4 წიგნიღაა ამ დრომდე შემორჩენილი). და წიგნის წყაროების ნაცვლად, რომ განსაზღვრონ დრო, როცა მაიას ძველი ქალაქები ჰყვაოდნენ, მკვლევარები ეყრდნობიან ქვის მონუმენტებზე არსებულ წარწერებს, მაიას მორთული კერამიკების სტილისტიკურ ანალიზებს, და ორგანული ნივთიერებებისგან ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპების თარიღებს.

 


ადრეულმა კვლევებმა უკვე განსაზღვრეს მაიას ჩრდილოური ცივილიზაციის მთავარი ურბანული ცენტრების დაახლოებითი ასაკი; ეს იყო ის, რამაც ნათელი მოჰფინა მე-9 საუკუნეში გვალვების გაძლებას. თუმცა დღემდე ამ თარიღის მონაცემთა ბაზა არასოდეს არ მოუყრიათ ერთად ერთ ცალკე აღებულ ნაშრომში. ამის გაკეთება კი მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას მისცემს იმას, რომ მაიას ჩრდილოეთი რეგიონი აღქმული იყოს ერთიანად. ის დაეხმარება მკვლევარებს მაიას აღმასვლისა და დაცემის ყოვლისმომცველი მიმართულებები ამოიცნონ.

 


კვლევაში, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის არქეოლოგებმა თავი მოუყარეს, პირველად, ყველა ამ ჩრდილოეთის ურბანული ცენტრების ოდენობასა და ასაკებს. ეს მოიცავს დაახლოებით 200 მონაცემს იმ ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულზე იყო განლაგებული. ამ კვლევებს შეუძლიათ დახატონ ფართო სურათი იმისა, თუ რა დროს იყვნენ მაიას ჩრდილოეთი ქალაქები აქტიური, და დროება, როცა ისინი დაცემის გზას დაადგნენ.

 


ის, რაც მეცნიერთა ამ ჯგუფმა აღმოაჩინა, მნიშვნელოვანწილად ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ როდის და შესაძლოა, როგორ შეხვდა მაიას ცივილიზაცია თავის დასასრულს.

 


მე-9 საუკუნეში ჩრდილოეთის დაღმასვლა მაიას ხალხების ისტორიაში ახალი დამაინტრიგებელი დეტალია, მაგრამ ის ფუნდამენტურად არ ცვლის მას. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ უკვე ვიცოდით რომ ჩრდილო მაია გვალვას გადაურჩა (ჩიჩენ იცა და სხვა ცენტრები მშვენივრად ჰყვაოდნენ და ასე შეაბიჯეს მე-10 საუკუნეში).

 


მაგრამ მე-2 დაღმასვლა, რომელიც გუნდმა ამოიცნო, ნამდვილად ცვლის ჩვენს გაგებას მაიას ხალხების ისტორიისადმი. მე-10 საუკუნეში ხანმოკლე აღდგენის შემდეგ მკვლევარებმა შენიშნეს მე-2 მკვეთრად დაცემა მშენებლობაში, მრავალ ადგილას, მაიას ჩრდილოეთის ტერიტორიის გასწვრივ. 1000 -1075 წლებში ქვით ამოკვეთა და სხვა სამშენებლო აქტივობები ჩანს, რომ თითქმის განახევრდა. მე-9 საუკუნეზე უფრო მეტად კი, რომელიც მართალაც უმკაცრესი იყო, მე-11 საუკუნემ რეგიონში, მთელი 2 000 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი გვალვა - „მეგა-გვალვა“ მოიტანა.

 


მცირე გაუმჯობესების შემდეგ ჩრდილოეთში მე-2 მკვეთრ დაცემას ჰქონდა ადგილი სამშენებლო სფეროში. კლიმატის მონაცემები აჩვენებს, რომ წვიმა თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში უიშვიათესი მოვლენა გახდა, დაახლოებით 1020 წლიდან 1 100 წლამდე - მორგებული შესაბამისობა ჩრდილოეთ მაიას დაცემის არქეოლოგიურად მიღებულ მონაცემებთან.

 


მე-11 საუკუნის მეგა გვალვებმა მანამდე ჩრდილოეთ მაიას დაცემაში თავისი კვალი დატოვეს, მაგრამ მონაცემების გამოყენებულმა პროცედურამ აჩვენა გაურკვეველი საუკუნეები, რამაც გააძნელა იმის თქმა, ორი მოვლენის სინქრონულობა რამდენად ურთიერთკავშირში იმყოფებოდა. ამომწურავი ანალიზი, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო დიდი სიცხადით განვაცხადოთ, რომ კლიმატის ცვლილება იყო ერთდროული არა ერთი, არამედ ორი გამანადგურებელი პერიოდისა მაიას დაცემაში.

 

 

 

თუ გვალვების პირველმა ტალღამ დაასრულა მაიას არსებობა სამხრეთში, ჩანს, რომ მეორე ტალღას შესაძლოა მათი ჩრდილოეთში გარდაცვალება გამოეწვია.

 


გვალვების მეორე ტალღის შემდეგ მაიას რეალურ აღორძინებას ადგილი აღარ ექნებოდა. ჩიჩენ იცა და ჩრდილოეთში მდებარე სხვა მნიშვნელოვანი ცენტრები უკვე აღარასოდეს გაიზრდებოდა კვლავ, თუმცა იქნებოდა მცირე, მაგრამ აღსანიშნავი გამონაკლისები - ისეთი, როგორიცაა ჩრდილოეთის ქალაქი მაიაპანი, რომელიც მე-13 მე-15 საუკუნეებში ჰყვაოდა - მაგრამ ეს ვერსოდეს გაუწევდა პაექრობას მაიას კლასიკურ ქალაქებს ვერც ზომის და ვერც კომპლექსურობის თვალსაზრისით. ბევრი კუთხით, მე-11 საუკუნე მაიასთვის ბოლო ამოსუნთქვა აღმოჩნდა.

 


აღნიშნული გამოკვლევებით ჩანს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელი იყო რომ კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა მაიას დაცემაში. მაგრამ როგორ?

 


უმეტესი წილი არქეოლოგიური ახნისა, რომელიც დაცემასთან კავშირში იმყოფება, სოფლის მეურნეობას მოიცავს. მაია, ისევე როგორც ყველა დიდი ცივილიზაცია, დიდად იყო დამოკიდებული მოსავალზე, რაც თავიანთი ეკონომიკური სიძლიერის და რა თქმა უნდა მათი ფართო მუშა-ხელის შენარჩუნების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. თუკი მაიას დაცემაში უმარტივესი ახსნა-განმარტებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ვიტყოდით, რომ გვალვებისას მოსავლიდან მიღებულ ყოველწლიურად დაბალ შემოსავლებს, შესაძლოა თანდათანობით შეემცირებინა მაიას პოლიტიკური გავლენა, რაც საბოლოოდ მის სოციალურ დეზინტეგრაციას განაპირობებდა.

 


მაგრამ თვით გვალვის ჰიპოთეზების ადვოკატებიც კი აღიარებენ, რომ სურათი უფრო მეტი წახნაგისა და ნიუანსისაგან შედგება, ვიდრე მხოლოდ გვალვაა.

 


„ჩვენ ვიცით, რომ მე-9 საუკუნის გვალვებამდე იმ მთელ არეალში, სადაც მაიას ხალხები იყვნენ განფენილნი, უკვე მზარდი ომები და სოციო-პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა,“ ამბობს ტეხასის ვაკოს ბეილორის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯული ჰოგარტი, რომელიც დეკემბერს გამოქვეყნებული კლიმატის ცვლილების თანაავტორია.

 


ქალაქებს შორის კონფლიქტები ასევე საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ დაარღვიო ცივილიზაცია. შესაძლებელია, რომ მაიას ხალხებში შიდა ბრძოლებს ჰქონოდა ადგილი. მაგრამ ეს მაინც ტოვებს კითხვებს გვალვებთან და მასთან კარგად შეხამებულ მონაცემებთან დაკავშირებით. შესაძლოა ადგილი ამ ორის ნარევსაც ჰქონოდა. იმ ფონზე, როდესაც გვალვების ათწლეულებში საკვების დეფიციტი შეიქმნებოდა, რესურსების მოპოვებისათვის შეჯიბრი უფრო ინტენსიური გახდებოდა და საბოლოოდ მიაღწევდა იმ ზღვარს, რომელიც მაიას ცივილიზაციას წალეკავდა ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა.

 


საკმარისი ოდენობის სარჩო-საბადებლის მოსაყვანად, რათა მილიონობით ადამიანის გამოკვება ყოფილიყო შესაძლებელი, მაიას ხალხები არხების უზარმაზარ სისტემებს თხრიდა, ხანდახან ასეულობით მილის გასწვრივ, რაც საშუალებას აძლევდა მათ დრენაჟით ამოეშრო და აეწია უნაყოფო ჭაობები, რომელიც მაიას საცხოვრისად განფენილი ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. ამით კი ისინი ქმნიდნენ ახალ სახნავ მიწებს (ზოგიერთი არქეოლოგი ამ მიწებს, „მოტივტივე ბაღებს“ უწოდებს). მაია ასევე ტყეების უზარმაზარ სივრცეებს ითვისებდა და გამოთავისუფლებულ ადგილებს როგორც სოფლის მეურნებობისთვის, ისე მათი ქალაქების გასაშენებლად იყენებდა.

 


ზოგიერთი სწავლული ფიქრობს, რომ მაიას ოსტატურ მანიპულაციას გარემოზე, შესაძლოა ჰქონოდა გარეული ხელი მათ საბოლოო დაცემაში - რაიმე გზით კლიმატის ბუნებრივ ცვლილებაზე ზეგავლენათა გაუარესების მოხდენით. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტყის გაჩეხვამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის მიზნით, შესაძლოა გაამწვავა ლოკალიზებული გაშრობის შედეგები და წარმოშვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დანაკარგები გვალვების პერიოდში.

 


უფრო მეტი არაპირდაპირი შედეგი მათი სასოფლო-სამეურნეო მამაცობისა შესაძლოა, მარტივად ყოფილიყო ის, რომ ამან მოსახლეობას საშუალება მისცა უკიდურესად გაზრდილიყო, რასაც შესაძლოა გაეზარდა მათი მოწყვლადობა საკვების ხანგრძლივი ნაკლებობისადმი, და მაშასადამე შეემცირებინა მათი წინააღმდეგობა უფრო მშრალი კლიმატისადმი.

 


რაც არ უნდა იყოს მიზეზი თუ მიზეზები მაიას დაცემისა, ჩვენ ნამდვილად ვიცით რაღაცა იმ ხალხის ბედ-იღბლის შესახებ, რომლებიც დარჩნენ მათი შედეგების პირისპირ. ჩვ.წ.-ამდე 1050 წლიდან მაია თავის გზას გაუდგა. მათ მიატოვეს ზღვისაგან დაშორებული რეგიონები, სადაც მათი წინაპრები ჰყვაოდნენ, და ჯგუფურად გაუდგნენ გზას კარიბის სანაპიროსკენ თუ ტბებისკენ.

 


მაიას ხალხების მასობრივი წასვლა შესაძლოა შიმშილით ყოფილიყო მოტივირებული. თუ კი მომდევნო მე-9 და მე-11 საუკუნეებში გვალვებისას მოსავალი არ მოდიოდა, ადგილმდებარეობის შეცვლას და წყლის სიახლოვეს დასახლებას შესაძლოა აზრი ჰქონოდა ორი მიმართულებით; ზღვის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით და უფრო ნესტიანი მიწის სარგებლობის უპირატესობით. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ტენიანობას ნათლად ჰქონდა გამოკვეთილი ადგილი მათ გონებაში.

 


მაგრამ ისევ, ეს ყოველთვის იყო მდგომარეობა. მაიას მმართველის ერთ-ერთი მოვალეობა იყო კავშირი ჰქონოდა ღმერთებთან, რათა უზრუნველეყო სველი წელიწადი და კარგი მოსავალი. მაიას სამყაროს ადგილმდებარეობების გასწვრივ არქეოლოგებმა ტბების ფსკერიდან და მდინარეთა შესართავის ყელიდან ამოიღეს ადამიანების ძვლები - ფიქრობდნენ რომ იქნებოდა შესასვლელი ქვესკნელში: საზარელი სამხილი იმისა, რომ ხალხი მიმართავდა მსხვერპლშეწირვას თავიანთი ღვთაებების დასაკმაყოფილებლად. როცა წვიმები კარგად მოდიოდა, და ცივილიზაცია გაფურჩქვნილი იყო, როგორც ჩანს, მათი ლოცვები შესმენილი იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი