რა სკანდალი მწიფდება ღარიბაშვილის გარშემო, პროფესიონალებს "მეორადი მიშისტებით" ანაცვლებენ?!
28-01-2014, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"რასთან გვაქვს საქმე - საკადრო გარღვევასთან თუ გამიზნულ პოლიტიკასთან, როცა პროფესიონალებს "მეორადი მიშისტებით" ანაცვლებენ?! საკადრო პოლიტიკის კრახი, - ასე აფასებენ ექსპერტები "ოცნების" ხელისუფლების მოღვაწეობას, თუმცა კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება არ ცდილობს ამ ნაკლის გამოსწორებას. ის რაც მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის დანიშვნის შემთხვევაში მოხდა, როცა ნაყაჩაღარი პიროვნება შემოაპარეს პროკურატურის მთავარი ბრალმდებელის პოსტზე. როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მეტი ყურადღებით გაეგრძელებინათ საკადრო პოლიტიკა და მინიმუმ, მათ მიერ ბრალდებული ადამიანი არ დაენიშნათ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. თუკი ხელისუფლება რეალურად აპირებს, ქვეყნის მშენებლობას, ისე, რომ განტევების ვაცის ძებნას არ გადააყოლოს ქვეყანა, მაშინ ასეთ შეცდომებს ისინი არ უნდა უშვებდნენ. თუ მთავრობა შეეჯახა იმ რეალობას, რომ ხედავს, ქვეყნის მართვა არ შეუძლია და სწორედ ამიტომაც ნიშნავენ დისკრედიტებულ კადრებს, მაშინ ეს დანაშაულია, რადგან დაუშვებელია, არ იცოდეს ერთმა ხალხმა, რას აკეთებს მეორე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა სკანდალი მწიფდება ღარიბაშვილის გარშემო? / იცის ღარიბაშვილმა თანაშემწედ ვინ "შეუგზავნეს"?

 

"სახეზე გვაქვს ახალი სკანდალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რომან ჩხენკელს უკავშირდება. რომან ჩხენკელი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში, ამავდროულად, შედის პრემიერთან არსებულ უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში. ჩხენკელს ახლადშექმნილ უსაფრთხოების საბჭოში ეკონომიკური საკითხების კურატორობა დაევალა. რომან ჩხენკელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეროვნული აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ბანკ "ქართუს" გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. 2013 წლის 20 იანვარს რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და პატიმრობას თავი ამ თანხის გადახდით დააღწია. აპრილში ჩხენკელი აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი პრემიერ ღარიბაშვილის მრჩეველი გახდა", - აღნიშნავს გამოცემა.


"ეს ინფორმაცია თუ რეალობაა, რა ხდება და რატომ გახდა აუცილებლობა ჩხენკელის უსაფრთხოების საბჭოში ყოფნა, სადაც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციები იყრის თავს და თუკი ასეთ კადრებზე კეთდება აქცენტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციების ბოლო ადრესატი, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, რაც ამ ხელისუფლების დასამარებას დააჩქარებს. სცენარი მარტივია, ციხის სკანდალური კადრებით "ნაცმოძი" დაცემის ვენდეტას საკადრო პოლიტიკის მეშვეობით განახორციელებს. ეცადეთ, დარჩეთ სისტემაში, არა აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციებზე იმუშავებთ, მთავარია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში წვდომა გქონდეთ, - ასეთია ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანება. "ნაცების" ოცნებებს კი ახალი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიეთ, ასრულებს", - წერს სტატიის ავტორი.


"არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელ დირექტორად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა 30 წლის გიორგი საბანაძე, ამ პიროვნების შესახებ კი ძალიან მწირი ინფორმაცია მოიძებნა, თუმცა ჩემს ტელეფონზე არ წყდება აღშფოთებული მოქალაქეების ზარი. აი, რასაც აცხადებენ და როგორ ახასიათებენ ისინი საბანაძეს: "საბანაძე არის გაქანებული "მიშისტი", თუმცა არა აგრესიული, ის არის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის იდეების მიმდევარი, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი. ამას წინათ საერთო მეგობრის წვეულებაზე დაგმო და გააკრიტიკა ხელისუფლება და დაიცვა ივანე მერაბიშვილი, რომელზეც თქვა, რომ ის ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია და სულ ტყუილად ზის ციხეში, ივანიშვილის პირადი პატიმარია, ხომ ხედავთ, ბრალს ვერ უმტკიცებენო", - აცხადებს "ალიასთან" საუბარში წყარო.

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/267941-qarthuli-presis-mimokhilva-28012014.html 

 

 

კომენტარები: 5
#5  tea
      
მოკო რაში ეთანხმებით რას ერჩით ამ ოჯახს მათ კი არა იმ ხალხს აყენებთ შეურაცყოფას ვინც ამ ხალხს მათი ბედი და მომავალი ანდო .ბატონი ანზორის ოჯახის შეურაცყოფა ნამდვილად სასაცილოა მისი ცოლი ნამდვილი ქართველი ვაჯკაცი დედა რომელმაც ორი არაჩვეულებრივი ვაჯკაცები აღზარდა როგორ შეიზლება ასე მოიხსენიოთ იმის მიუხედავად რო ის ანზორის მეუღლეა შინ ზის .რაც შეეხება შვილებს რა მინშვნელობა ვისი შვილია მთავარია განათლებული, ნიჭირი ახალგაზრდებია რაც ქვეყნისთვის კარგია ,ბატონ ზვიადის ნაირი ნეტა ყველა ვაჯკაცი იქნებოდეს ადამიანი რომელიც ყოველთვის გვერდით დაუდგება იმის მიუხედავათ გიცნობს თუ არა. ერთმანეთზე შუგლით საუბარს ჯობია ადამიანების დაფასება ვისწავლოთ თუ გვერდით დგომა არ შეგიზლიათ მაშვინ ნურც ლანძღვას დავიწყებთ პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ამ ოჯახს.ქართველი რო ქარტველს გალანძღავს რა უნდა მოვსთხოვოთ სხვა ეროვნების ხალხს

ციტატა: moko
მოკო რაში ეთანხმებით რას ერჩით ამ ოჯახს მათ კი არა იმ ხალხს აყენებთ შეურაცყოფას ვინც ამ ხალხს მათი ბედი და მომავალი ანდო .ბატონი ანზორის ოჯახის შეურაცყოფა ნამდვილად სასაცილოა მისი ცოლი ნამდვილი ქართველი ვაჯკაცი დედა რომელმაც ორი არაჩვეულებრივი ვაჯკაცები აღზარდა როგორ შეიზლება ასე მოიხსენიოთ იმის მიუხედავად რო ის ანზორის მეუღლეა შინ ზის .რაც შეეხება შვილებს რა მინშვნელობა ვისი შვილია მთავარია განათლებული, ნიჭირი ახალგაზრდებია რაც ქვეყნისთვის კარგია ,ბატონ ზვიადის ნაირი ნეტა ყველა ვაჯკაცი იქნებოდეს ადამიანი რომელიც ყოველთვის გვერდით დაუდგება იმის მიუხედავათ გიცნობს თუ არა. ერთმანეთზე შუგლით საუბარს ჯობია ადამიანების დაფასება ვისწავლოთ თუ გვერდით დგომა არ შეგიზლიათ მაშვინ ნურც ლანძღვას დავიწყებთ პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ამ ოჯახს.ქართველი რო ქარტველს გალანძღავს რა უნდა მოვსთხოვოთ სხვა ეროვნების ხალხს


ციტატა: რომონოზი
თქვენი მოსაწონი ჯერ არ დაბადებულა! აცალეთ იმუშაოს, ახალგაზდა კაცია რას ერჩით.

რას და შური და ბოგმა სხვას ვერაფერს ვხედავთ ამ ხალხისგან
14 ოქტომბერი 2014 04:19
#4   დათო
      
მთავარი პროკურორი-კახა კახიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი-ზურაბ აბაშიძე
ფინანსთა მინისტრი-დავით იაკობაშვილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი-ნოდარ ჯავახიშვილი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი-ბესიკ დუღაშვილი
...
აი ჩიხიდან გამოსვლის საშუალება!
8 თებერვალი 2014 03:19
#3   moko
      
რასაც ჩვენ ვამჩნევთ იმას ხელისუფლება ვერ ხედავს?თვითონ არ ნიშნავენ ამ მეორად მიშისტებს სამსახურებში? აწყობთ ალბათ და იმიტომ. როგორც ჩანს ოცნება ბლეფი ყოფილა და ეგ არის. ყველგან ასეა ვინც სადმე სამსახურში გავიდა ყველა ან ნაცოინალია ან მაგათი ახლობელი.გურია აჭარას პატრონი არ ყავს.ხიხოებიტ და გაუნათლებელი ხალხით გაავსეს აჭარის უმაღლესი საბჭო.

ვეთანხმები მოკოს. მშიერი მგლებივით დაესივნენ |თუ ვინმემ ოცნებიდან არჩევნებში გაიმარჯვა. სამარცხვინოა უმაღლესი საბჭო სადაც ანზორ თხილაიშვილი ზის. დახამებულმა იმ წუთში თავისი შვილები დაასაქმა და შტერა ცოლი.თავის დებილ ნარკომან ბიჭს ჯარიც არ აქვს მოხდილი და კარიერა სამხედრო პოლიციის მოადგილეობიდან დააწყებინა.ტუ ვინმე ბინძურია ყველა შემოიკრიბა და ახლა ბერიძის ადგილს დაადგა თვალი.
28 იანვარი 2014 17:42
#2   marina
      
პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელი სააკაშვილი იმიტომ გაემართა ბიბლიოთეკაში რომ იქ თავისიანები ეგულებოდა,ეს თუ საზოგადოებისთვის არის ცნობილი რა ახალ ხელისუფლებას ყურებიანი ქუდი ახურავს?
28 იანვარი 2014 15:07
#1   რომონოზი
      
თქვენი მოსაწონი ჯერ არ დაბადებულა! აცალეთ იმუშაოს, ახალგაზდა კაცია რას ერჩით.
28 იანვარი 2014 13:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი