უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესახებ საპატრიარქო პატრიარქის განცხადებას ავრცელებს
02-07-2014, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უცხოელებზე მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია:

 

 

"როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დიწყო. ამის შესახებ ჩვენ კვირის ქადაგებაშიც განვაცხადეთ და ახლაც მასზე გავამახვილებთ ყურადღებას.

 

 

დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შეთხევაში იძულებულია თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს.

 


თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა-დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს, მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის - ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის, მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს; მათ შორის შეღავათიანი და გძელვადიანი სესხების გაცემას.

 

 

ამასთან, ვთხოვთ ხელისუფალთ - სასწრაფოდ მიიღონ ზომები და, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მითუმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა.

 


თხოვნით მივმართავთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს - მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.

 

 

მივმართავთ ჩვენს ბიზნესმენებს - გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ.

 

 

მივმართავთ მიწათმოქმედთ - მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მას და ამასთან, შვილებს შეუნახონ ეს ქონება.

 

 

მიწაზე მომუშავე ადამიანმა უნდა იცოდეს ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა ჭირდება.

 

 

სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, ასევე სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშიროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს.

 

 

საერთოდაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ. განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს.

 

 

მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა XIX საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმ. ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი.

 


დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ" - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი