უკრაინის პარლამენტში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
28-01-2014, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის ხელისუფლება 16 იანვარს მიღებულ კანონების გაუქმებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ დემონსტრანტები დაკავებულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგში დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ლუკაშის თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრობაზე. თუმცა, ლუკაშის განცხადებით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გრძელდება. ამასთან, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, ერთობლივად მისცენ ხმას კანონს ამნისტიის შესახებ, თუ აქტივისტები დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ. უკრაინის იუსტიციის მინისტრის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონსტიტუციის რეფორმის საკითხი.

 


უკრაინის რადას მიერ 16 იანვარს მიღებული კანონების თანახმად, ქვეყანაში მიტინგების გამართვის წესები გამკაცრდა. სწორედ ამ კანონების მიღების შემდეგ დაიწყო კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე დაპირისპირებები ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=3999  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი