"ბიძინა ივანიშვილი შეცდა როცა იფიქრა, რომ თუ პოლიტიკიდან წავიდოდა, აშშ–ის და დასავლეთის ყურადღების ცენტრში აღარ იქნებოდა"
22-04-2016, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან სტივ რასელმა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი შეტევა განახორციელა, საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრზე და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელზე, მილიარდერზე და მეცენატაზე ბიძინა ივანიშვილზე! თავის გამოსვლაში კონგრესმენმა რასელმა ივანიშვილს უწოდა, – "რუსი ოლიგარქი და პუტინის ახლო მოკავშირე, მისი ნდობით აღჭურვილი პირი"!

 

 

კონგრესმენმა რასელმა მიმართა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის მსხვილ კომერციულ ბანკებს, რომ მათ "გაყინონ" ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშები, – "იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”! ვფიქრობ, არავისთვის ახსნას არ საჭიროებს ის ამბავი, რომ აშშ–ის კონგრესში ამერიკელი კონგრესმენის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, ატარებს საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის ხასიათს!

 

 

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სტივ რასელის ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, არ წარმოადგენს ერთი კონგრესმენის "ახირებას ან ნააზრევს", არამედ, მის უკან დგანან აშშ–ის მნიშვნელოვანი ძალის მქონე პოლიტიკური წრეები, რომლების გავლენა ამერიკის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე ყველასთვის ანგარიშგასაწევია! მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს (როცა 2011 წლის ოქტომბრიდან დაწყებული იგი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, რასაც ივანიშვილის პრემიერ–მინისტრად არჩევა მოჰყვა), არასდროს არ გადაუხვევია იმ პოლიტიკური კურსიდან, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე საჯაროდ დეკლარირებდა, ეს გახლდათ, – დასავლურ ღირებულებეზე და ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ვექტორი, ორიენტირებული ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

 

 

ამასთანავე, ივანიშვილი მუდამ აცხადებდა, როცა ქვეყნის პრემიერის პოსტი დაიკავა და ამ პოსტიდან ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგაც, რომ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა აშშ–ი იყოს საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი! დღესაც, როცა ქვეყანაში ივანიშვილს არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არა აქვს, იგი განაგრძობს იმ პოლიტიკური პრინციპების ერთგულებას, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, მაგრამ, როგორც ხედავთ და ამას აშშ–ის კონგრესში კონგრესმენის სტივ რასელის მიერ გახმოვანებული სრულიად გამაოგნებელი ბრალდება ადასტურებს, ივანიშვილის ფიგურის მიმართ ოკეანისგაღმა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს!

 

 

ამის მიზეზების ჩამოთვლას მე აქ არ მოვყვები (სააკაშვილის ფაქტორი და მისი პარტიის წევრების აქტიურობა აშშ–ის პოლიტიკურ წრეებში და სხვა.) და ეს არც არის ამ წერილის მიზანი, უბრალოდ მიმაჩნია, – ივანიშვილი შეცდა, როცა იფიქრა, რომ თუ პოლიტიკიდან წავიდოდა, ანუ არ დაიკავებდა არცერთ სახელმწიფო თანამდებობას, მაშინ იგი აშშ–ს და ზოგადად დასავლეთის "ყურადღების ცენტრში აღარ იქნებოდა"!

 

 

 

თითქოს მარტივი გასაგებია ყველაფერი, მაგრამ სიმარტივეშიც არის ხოლმე სირთულეები. უწინარესდ კი ის, რომ "პოლიტიკაში მოსვლა და შემდეგ იქიდან წასვლა", ასე იოლად არ ხდება, შეუძლებელია, მით უმეტეს, საქართველოს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, სადაც ყველა დიდი პოლიტიკური "მოთამაშის" ინტერესები იკვეთება! თანაც, როდესაც ეს "მოსვლა–წასვლა" ეხება დიდი ფინანსური შეძლების პიროვნებას, რომელიც რეალურად ამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მთავარი გარანტია, მისგან დამოუკიდებლადაც კი (ასეც ხდება!). იმის "იმედად ყოფნა", რომ ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას დასავლეთში და საქართველოშიც მალე დაივიწყებენ", სრულიად გამორიცხულია, რადგანაც საკამრისია "გადახედოთ" ქართულ პოლიტიკაში მოქმედ პოლიტელიტას და მის ლიდერებს, რომ ეს "იმედი" უმალ გაგიქარწყლდებათ!

 

 

ამიტომ, ივანიშვილმა მოვლენების "სხვა განვითარებაზე უნდა იფიქროს და იმოქმედოს" და დრო ტყუილად არ დაკარგოს, რადგანაც საზღვარგარეთ, მავანთათვის არ ექნება იმას მნიშვნელობა, იგი "პოლიტიკაშია თუ არა", ვინაიდან პოლიტიკურად კრიტიკულ მომენტში, მისი "მხარდამჭერი და დამცველი", არც დასავლეთი იქნება და მითუმეტეს არც რუსეთი (ვის "მოკავშირეობასაც" გავლენიანი ამერიკელები მას აბრალებენ).

 

 

აქედან გამომდინარე, კი არის ნათქვამი, რომ "ერთი და იგივე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ–ო", მაგრამ, ეს პოლიტიკაზე ნაკლებად ვრცელდება, მაგალითები უამრავია... ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, მისი და ქვეყნის სასიკეთოდ, ვალდებულიც არის, იმდენად მძიმე პოლიტიკურ–ეკონომიკური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში! ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეიგნოს და დაიჯეროს, რომ სამშობლოსათვის, მისი ხალხისთვის გაწეული თავდადებული სამსახურის გამო, მისი ერთადერთი მხარდამჭერი და დამცველი, მხოლოდ ქართველი ხალხი იქნება!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი