მიხეილ სააკაშვილი: "კიევში დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას"
28-01-2014, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეეებში ძალადობა მოემატა არის 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთ ამერიკული გაზეთში წერს.


ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და ზოგადად დასავლეთის პრობლემის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია და პასუხისმგებლობაც მას უნდა დაეკისროს.


" ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი.

 

2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. საკმაოდ კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ამიტომ ვიცი, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან იგი დგას, ისევე როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში. დროა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. კრემლი არის საფუძველი ყველა პრობლემის, რაც დავალეთს სტანჯავს"- წერს სააკაშვილი.


მისი განცხადებით, უკრაინის მომავალი გადაწყვეტილია. მისი თქმით დემონასტრანტების გამარჯვება, პუტინის გეგმებს, რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაასვამს დაღს.

 

" კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი, ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს. ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში, ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს მამაცმა უკრაინის მოქალაქეებმა იციან"- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/35987-saakashvili-ukrainashi-mimdinare-movlenebi-21-e-saukunis-pirveli-geopolitikuri-revoluciaa.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი