"მიცუბიში მოტორსმა" აღიარა რომ 1991 წლიდან მოყოლებული იტყუებოდა
26-04-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მიცუბიში მოტორსმა" აღიარა რომ 1991 წლიდან მოყოლებული მცდარ საწვავის ტესტებს იყენებდა. კომპანიის პრეზიდენტმა ტესურო აიკავამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოვლინდეს. ამის შესახებ BBC წერს.


სამშაბათს აქციები კიდევ 10%-ით დაეცა და სკანდალის გახმაურების შემდეგ, აქციები თითქმის 50%-მდე არის დაცემული.


იაპონიის ოფიციოზმა "მიცუბიში მოტორსის" ოფისზე გასულ კვირას რეიდი განახორციელა, მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა რომ ავტომანქანების მწარმოებელმა კომპანიამ საწვავის ეკონომიის მონაცემების ფალსიფიკაცია მოახდინა.


ოფიციალურმა სტრუქტურებმა ცენტრალური იაპონიის ქალაქ ოკაზაკიში კომპანიის ქარხანა გაჩხრიკეს.


"მიცუბიშიმ" აღიარა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა 600 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაში მილაჟის (კილომეტრაჟის) მონაცემები შეცვალეს.


მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეს ეპყრობიან, როგორც "უაღრესად სერიოზულ შემთხვევას" და მათ ბრძანება გასცეს კომპანიის მიმართ, რომ 27 აპრილამდე წარმოადგინონ სრული ანგარიში.


ოფისი, რომელზეც რეიდი განხორციელდა, კომპანიის მეორე ყველაზე დიდი ქარხანაა იაპონიაში.


JPMorgan -ის ავტო ანალიტიკოსმა აკირა კიშიმოტომ "როიტერსს" განუცხადა, რომ მისი შეფასებით ფალსიფიკაცია "მიცუბიშის" 50 მილიარდ იენზე (450 მილიონი აშშ დოლარი) მეტი შეიძლება დაუჯდეს და მასში მოცული იქნება  მომხმარებლის ხარჯების ანაზღაურება, ფალსიფიცირებული ნაწილების შეცვლა და "ნისანისთვის" კომპენსაციის გადახდა.


"მიცუბიში" წლების განმავლობაში ცდილობდა მომხმარებლის ნდობის აღდგენას მას შემდეგ რაც 21-ე საუკუნის დასაწყისში მუხრუჭებთან და საწვავის ავზებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი