დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სამშაბათის პრაიმერებში ხუთივე შტატში გაიმარჯვა, ჰილარი ქლინთონმა კი 5-იდან 4 შტატში.
BBC -ს ცნობით, ტრამპმა კონეკტიკუტში, დელავეარში, მერილენდში, პენსილვანიასა და როდ აილენდში გამარჯვებების შემდეგ საკუთარ თავს რესპუბლიკელების "სავარაუდო კანდიდატი" უწოდა. შედეგებმა იგი უფრო ახლოს მიიყვანა იმ დელეგატების რაოდენობამდე, რაც მას ივლისში პარტიის ეროვნული ყრილობის წინ საბოლოო გამარჯვებისთვის ესაჭიროება.
რაც შეეხება დემოკრატებს, ჰილარი ქლინთონმა 5 შტატში ჩატარებული პრაიმერებიდან ბერნი სანდერსთან ბრძოლაში მხოლოდ როდ აილენდში წააგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.