ირაკლი ღარიბაშვილის წერილი რუსულ გამოცემაში: „საქართველო არასოდეს არ შეეგუება ამგვარ ვითარებას“
28-01-2014, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსულ ჟურნალში - "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტატია სათაურით - "საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი".


საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ჩიხური ვითრებიდან გამოსასვლელად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.


სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსულ გამოცემას სტატია სოჭის ოლიმპიადამდე 10 დღით ადრე იმ იმედით გადასცა, რომ ოლიმპიადა წარმატებით, მშვიდობიანად და ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, მათ შორის ქართველი სპორტსმენებისთვის.


"ქართული მხარისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, ვინაიდან თამაშები იმართება რუსეთ-საქართველოს საზღვართან, აფხაზეთთან. ამ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა – ქართველები დღემდე დევნილები არიან. 20 წელი გავიდა ტრაგიკული კონფლიქტის დასრულებიდან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება" - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატიის პირველივე აბზაცში.


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმისა და შეთანხმების დარღვევით რუსეთს არ გაჰყავს თავისი ჯარები ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან.


"ამ რეგიონებთან მიმართებაში მოქმედებს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამ ტერიტორიებთან ახლოს ივლება ეკლიანი მავთულხლართები. სულ ახლახან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, აფხაზეთში შექმნილია 11 კილომეტრიანი "სასაზღვრო ზონა". ხალხი იატანჯება. ბევრი მათგანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და ჯერ არ ჩანს მისი აღდგენის პერსპექტივა. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა"- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, ქართველი სპორტსმენები ჩადიან სოჭში. ქართული მხარის მიდგომა ასეთია- სპორტის პოლიტიზების შემთხვევაში ყველაზე მეტად ზარალდებიან სპორტსმენები.


"ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება კეთილი ნების ნაბიჯია საერთაშორისო თანამეგობრობის, ოლიმპიური მოძრაობისა და რუსი ხალხის მიმართ. ოლიმპიადაში ჩვენი მონაწილეობით ხაზს ვუსმათ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პრინციპებისადმი ერთგულებას. მეტიც, ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხო ჩატარებაში თანამშრომლობა. სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოში იმოქმედებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ზომები, მათ შორის - აეროპორტებსა და მოსაზღვრე რეგიონებში",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


წერილში ასევე ნათქვამია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენთა გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დიალოგის ფორმატში, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობის ინიციატივით 2012 წელს დაიწყო, შესაძლებელი გახდა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ქართული პროდუქცია დაუბრუნდა რუსულ ბაზარს. სატრანსპორტო მიმოსვლისთვის მოიხსნა პოლიტიკური წინააღმდეგობები. იხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები. 2013 წელს 50%-ით გაიზარდა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი. სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ყოველგვარი ვიზების გარეშე სტუმრობენ. საქართველოში მათ მიმართ დამოკიდებულება კეთილმოსურნეა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ არის ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე, როემლიც გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მოანაწილეობით მიმდინარეობს.


"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა სამართლებრივი თვალსაზრისით მოჯადოებული წრე შექმნა. ჩიხური ვითარებიდან გზების ძიებას ემსახურება ჟენევის კონსულტაციები. თუ ჟენევის უმნიშვნელოვანეს პროცესს არ მიეცა კონსტრუქციული დინამიკა, რაღაც ეტაპზე ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის "კედელს" დავეჯახებით",- ნათქვამია პერმიერ-მინისტრის წერილში.


წერილში ასევე ნათქვამია - მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასრულებს. 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად კვლავ აიღო იურიდიულად საერთაშორისო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც უარს ამბობს, იურიდიულად გადადგას საპასუხო ნაბიჯი. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები.


"ჩვენს წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. ერთის მხრივ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაწვევას, მეორეს მხრივ საქართველო არასოდეს არ შეეგუება ამგვარ ვითარებას. ამ კუთხით ისაუბრა პრეზიდენტმა პუტინმაც, რომელმაც თქვა, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თავად უნდა იპოვნონ საერთო ენა. ფორმულა სწორია, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია იმუშაოს, თუ მოსკოვი პატიოსნად იქნება დაინტერესებული მხარეებს შორის შერიგებით. საქართველო მზად არის, აფხაზებთან და ოსებთან აწარმოოს პირდაპირი დიალოგი პრაქტიკულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩვენს შორის ნდობის აღდგენამდე, სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გვერდზე გადადება შესაძლებელია", - ნათქვამია საქართველოს პრემიერის წერილში. 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/267967-saqarthvelos-premier-ministri-ruseths-shemkhvedri-nabijebis-gadadgmisken-moutsodebs.html

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი