აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე ვითარება განმუხტულია
09-07-2014, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე, დღეს შექმნილი ვითარება განმუხტულია.

 

 

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებიც კომპენსაციის მიღებას მოითხოვდნენ, აქცია დაშალეს, გზის სამშენებლო სამუშაოები კი, გაგრძელდა.

 

 

ამასთან, რეგიონული განვითარების სამინისტრო რამდენიმე გარემოებას განმარტავს, რომელიც მათივე განცხადებით, ამ საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.

 

 

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიწის ნაკვეთები, რომელთა მფლობელები ახლა კომპენსაციას მოითხოვენ, მათ 2012 წლის ივლისსა და სექტემბერში, პირდაპირი მიყიდვის წესით, კვადრატული მეტრი 7 თეთრად დაუკანონდათ.

 

 

"მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს იმის მიუხედავად განახორციელა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელიც იქამდე კერძო საკუთრებაში არ ყოფილა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში იყო მოქცეული და პრივატიზებას არ უნდა დაქვემდებარებოდა. იმის გამო, რომ ამ ქმედებაში კანონდარღვევისა და კორუფციის ელემენტები იკვეთება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწების ძირითადი ნაწილი მაშინდელ მაღალჩინოსნებზე გასხვისდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქმე პროკურატურას გადასცა" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი აფინანსებს, რომლის პოლიტიკის შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული იმ მიწებზე კომპენსაციების გაცემა, რომელიც კერძო საკუთრებაში მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიცა.

 

 

რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ არც ერთ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გზის მშენებლობის არეალი დადგინდება, ამ მიწების პრივატიზება და შემდგომ უკან გამოსყიდვა აღარ ხდება, მითუმეტეს, რომ ამის შესახებ აკრძალვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის #104 განკარგულებით არსებობს.

 


აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მესაკუთრეთა აღწერა 2011 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის გზის მშენებლობის არეალი უკვე ცალსახად იყო ცნობილი და სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ტერიტორიაზე მდებარე მიწების გასხვისება არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკს შუამდგომლობით მიმართა, ახლადშექმნილი გარემოება გაეთვალისწინებინა და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ემსჯელა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 


საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის დასკვნის შედეგად იქნება მიღებული.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   lali
      
გამარჯობატ.მაინტერესებს(სურამი-)ჩუმათელეთის გზის მსჰენებლობა როდის დაიწყება.თუ არსებობს რუქა და სად შეიძლება ვნახო რომ გავიგო როგორ გადის გზბები.სჰესაძლებელია ამის ნახვა?და სად.

გამარჯობათ..მაინტერესებს (სურამის)ჩუმათელეთის გზის მშეენებლობა როდის დაიწყება..თუ ატსებობს რუქა სადაც ვნახავ საით გადის ეს გზები..სჰესაძლებელია ამის ნახვა?არის რუქა და სად შეიძლება ვნახო.

განარჯობათ..მაინტერესებს (სურამის)ჩუმატელეთის გზის მშენებლობა როდის დაიწყება..თუ არსებობს რუქა სადაც ვნახავთ სად გადის გზები,,თუ შეგიძლითმითხრატ სად ვნახო ეს რუქა.

განარჯობათ..მაინტერესებს (სურამის)ჩუმატელეთის გზის მშენებლობა როდის დაიწყება..თუ არსებობს რუქა სადაც ვნახავთ სად გადის გზები,,თუ შეგიძლითმითხრატ სად ვნახო ეს რუქა.
17 ნოემბერი 2014 00:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი