ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩამოვლენ
10-07-2014, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩამოვლენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

 


საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით გაავრცელებს ინფორმაციას დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების მსურველი სხვა უცხოური დელეგაციების შესახებ.

 


ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკაში, 7 ივლისს გარდაიცვალა. მას 13 ივლისს, კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. გამოსვენება სამების საკათედრო ტაძირდან მოხდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი