შემზარავი ბრალდება ქობულეთში - 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ
03-05-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან. ადგილობრივები მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში სდებენ ბრალს და მის უბნიდან გასახლებას მოითხოვენ.

 

უბნის 200-მდე მცხოვრები გუშინ გვიან ღამით აღნიშნული მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბა. მათ ჭიშკრის შენგრევაც სცადეს. მოგვიანებით, 65 წლის მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო საცხოვრებელი სახლი დაიკეტა.

 

11 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მამაკაცი გოგონას კანფეტებსა და გასეირნებას სთავაზობდა, ხოლო მის 12 წლის ბიჭს ეუბნებოდა, რომ ”თუ მის დას მანქანაში ჩაჯდომას დაუშლიდა, კისერს მოჭრიდა და დედას მოუკლავდა“.

 

ბავშვების დედის განმარტებით, მამაკაცმა გოგონას მანქანაში „შეტყუება“ ვერ შეძლო, თუმცა ბოლო ათი დღის განმავლობაში მის შვილებს ორჯერ ესაუბრა.

 

"საღამოს გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. ამ არაკაცმა გააჩერა მანქანა და ეუბნება - ბიძია თვალს ასე რომ განიშნებ (თვალი ჩაუკრა და თავი გადაუქნია), ოჩხამურისკენ წამომყევი, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, გაგაკატავებ, ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი არ უთხრაო. ეს იყო, ალბათ, ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს, აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო? - შენი და ჩამისვი მანქანაში, არ აუკრძალო თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მოგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გადასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან", - აღნიშნა ბავშვების დედამ.

 

მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი წარსულში რამდეჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ერთხელ აფხაზეთში ქალის გაუპატიურებისთვის.
ადგილზე წუხელ ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და მამაკაცის ოჯახსა და მეზობლებს შორის მოლაპარაკებებს ცდილობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი