ირაკლი აბესაძე: მერია ბიძინა ივანიშვილს უსიტყვოდ ემორჩილება
03-05-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილს უსიტყვოდ ემორჩილება" - აღნიშნული განცხადება "ნაციობალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

 


აბესაძის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებული აუქციონის დასრულებას დღეს თბილისის მერიასთან დაელოდებიან.

 

 

მისი თქმით, დღეს დასრულდება აუქციონი და თბილისელებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ იყიდება ტერიტორია, სადაც საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა უნდა გასულიყო. აბესაძის თქმით, გზის მშენებლობისთვის მოიჭრა 528 ხე, დაიხარჯა ასეულობით ათასი ლარი ბიუჯეტიდან და ეს ყველაფერი აღმოჩნდა გაფლანგული.

 

 

„ეს ყველაფერი აღმოჩნდა გაფლანგული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოინდომა ამ ტერიტორიის შესყიდვა და მერია გააგდო ამ ტერიტორიიდან. მათ სხვაგან უბრძანა გზის მშენებლობა. მერია უსიტყვოდ ემორჩილება. ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და ამიტომ როგორც საზოგადოებრივი პროტესტით, ისე სამართლებრივი გზით, სასამართლოს და პროკურატურის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ჩინოვნიკმა, რომელიც ამ უკანონობას სჩადის და ერთი ადამიანის ნებას ემორჩილება პასუხი აგოს და ასევე თავად ივანიშვილმა, რომელიც ასე იტაცებს ხალხის ქონებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩინოვნიკებს ეყოფათ ჭკუა და დანაშაულებრივ ქმედებას შეწყვეტენ, ან ივანიშვილს ეყოფა ჭკუა და უარს იტყვის ხალხის ქონების მიტაცებაზე“, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი