ილია მეორე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი
03-05-2016, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი შესრულდა.

 

 

ღვთისმშობლის პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელთმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად გადაიხადა.

 


„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი საფარველი თქვენ და საქართველოს, ამინ“, - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

 

 

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანებული იყო ხატები, მათ შორის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორი ხატი. მათგან ერთ-ერთი ხატი მახათას მთის მონასტერში 6 აპრილს ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოაბრძანეს. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატი ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია და მახათას მთის მონასტრისთვის დაიწერა. ხატი ოქროს პერანგითაა შემკული. ყოვლადმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული ყოველ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი