საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ 223-ს მიაღწია
03-05-2016, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას საყოველთაო აღწერის შედეგები გააცნო. როგორც ირკვევა, საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ მოიმატა.

 

მისივე ინფორმაციით, თუ 2002 წელს ასეთი სოფლების რაოდენობა 162 იყო, დღევანდელი მონაცემებით 223 სოფელია გაუკაცრიელებული. ასევე იკლო ხალხმრავალი სოფლების რაოდენობამაც.

 

„ხალხმრავალი სოფელი, სადაც 5000-ზე მეტი პირი ცხოვრობდა, იყო 28, ხოლო დღევანდელი მონაცემებით ასეთი 12 სოფელია. ამ 12 სოფელში შედის წეროვანი და ლტოლვილებით ჩასახლებული სოფლებიც, რომელთა ზრდაც არა ბუნებრივი მატებით მოხდა, არამედ შიდა მიგრაციით“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ასევე მომატებულია იმ სოფლების რაოდენობა, სადაც 1-დან 5 კაცამდე ცხოვრობს, ასეთი სოფლები 2002 წლის მონაცემით 74 იყო, ხოლო დღეს 157 სოფელია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი