ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გსურთ საბოტაჟის გაგრძელება, ხმა მიეცით მელიას, ხოლო თუ განვითარება გსურთ, ხმა მიეცით ნარმანიას
10-07-2014, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების მეორე ტურით ჩვენ დავასრულებთ საბოტაჟის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პრეზენტაციის შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა.

 


პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანია დემოკრატიის რეალური განვითარება და მეორე ტური სწორედ ამის მაგალითია.

 

 

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ყველგან გაიმარჯვებენ. ჩვენ ძალიან რთული კოჰაბიტაციის პერიოდი გავიარეთ. ყველას კარგად გვახსოვს უგულავას საბოტაჟის პოლიტიკა, როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი აუთვისებელი დარჩა. თუ გსურთ საბოტაჟის გაგრძელება, ხმა მიეცით მელიას, ხოლო თუ განვითარება გსურთ, ხმა მიეცით ნარმანიას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


პრემიერ-მინისტრი თომას ჰამარბერგის ანგარიშსაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა სწორედ ეკონომიკა და მძიმე სოციალური ფონია, თუმცა არსებობს სწორი ხედვა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.

 

 

"წინა ხელისუფლებამ შექმნა განვითარების ილუზია, სინამდვილეში კი ეკონომიკა რეალურად არ არსებობდა, სოფლის მეურნეობა კი მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. ჩვენ ვიცით რეალობა და სწორი მიმართულებით ვავითარებთ ეკონომიკას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც სწორედ ანაკლიის პორტის პროექტია", – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და მას ისტორიული მნიშვნელობის პროექტი უწოდა. პრემიერის შეფასებით, პროექტის განხორციელება საქართველოს საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაფიოდ გაწერილია კონსტიტუციაში, შესაბამისად, მასზე ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი