მიხეილ გიორგაძე: „Check In Georgia”-ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არც ერთი თეთრით არ გაზრდილა
04-05-2016, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე „Check In Georgia”-ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პროექტის ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არც ერთი თეთრით არ გაზრდილა.

 

 

„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს მის გაჟღერებამდე. თანხები ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, გარკვეული ტრანშებით გამოიყოფა; აღნიშნული 3 მილიონი ერთ-ერთი მომდევნო ტრანში იყო, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო პროექტის ბიუჯეტში. არაერთხელ მითქვამს, რომ გაყიდული ბილეთებიდან და სასპონსორო პაკეტებიდან შემოსული თანხებით, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა.

 

 

ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ბიზნესს აქვს ძალიან პრაგმატული ინტერესი, ყველას აქვს სურვილი მოხდეს მათი კომპანიის პოზიციონირება ამ პროექტის ფარგლებში. „Check In Georgia” გამონაკლისი არ არის; მან უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, დიახ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები უერთდებიან ამ პროექტს - ეს არის ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილი“ - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი