რეგიონებში მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობაზე მილიონობით ლარი იხარჯება
11-07-2014, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონებში მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის ფარგლებში მილიონობით ლარი იხარჯება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელის 700 მმ დიამეტრის 20კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 43% უკვე შესრულებულია, რომელთა შორის არის მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, მილების შედუღება, იზოლაცია, ტრანშეას გათხრა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება, მიწის ნაყოფიერი ფენის აღდგენა და სხვა. მათივე ინფორმაციით, "გორი-ქარელის" მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

 

 

როგორც კორპორაციაში აცხადებენ, "გორი-ქარელის" 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს შეადგენს. "მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი ("გორი-ქარელი" და "ზესტაფონი-ქუთაისი") მონაკვეთისთვის ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა. "გაზსადენის "გორი-ქარელის" მონაკვეთის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. მაგისტრალური გაზსადენის "გორი-ქარელის" მონაკვეთის მშენებლობის შედეგად გაზსადენის არსებული 1960-იან წლების ბოლოს აშენებული 500 მმ დიამეტრის სექციები 700 მმ დიამეტრის სექციებით შეიცვლება და შესაბამისად, გაზსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება.

 

 

დღეისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში "გორი-ქარელის" მონაკვეთის პარალელურად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს "ზესტაფონი-ქუთაისის" მილსადენის 700მმ დიამეტრის 23კმ-იან მონაკვეთზეც. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების "რუსთავი-საგარეჯოს" 300 მმ დიამეტრის 25კმ-იან მონაკვეთზეც მიმდინარეობს. დაწყებულია სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-მარნეულის" 500 მმ დიამეტრის 24კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიც", – აღნიშნულია კორპორაციის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი