სოსო ცინცაძე: საქართველოს ხელისუფლებაში რუსული აგენტურაა ჩანერგილი
28-01-2014, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მოწინააღმდეგეთა შორის, გარე ძალების გარდა, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილსაც ხედავს. ამის შესახებ ცინცძემ გაზეთ ,,რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებაში რუსული აგენტურაა ჩანერგილი.


,,ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლაში არა მხოლოდ გარე ძალების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების წვლილსაც ვხედავ. რასაკვირველია, ეს პროცესი გარე ძალებისგანაც იმართება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენს ხელისუფლებაში, სადაც ძალიან ბევრი უცნობი ადამიანია ისეთი, რომლის არც წარმოშობა და არც წარსული არ ვიცით, რომლებიც არაფერნი იყვნენ და უცებ ყველაფერნი გახდნენ, რუსული აგენტურა ჩანერგილი არ არის? განა მათში ერთი და ორი თხუნელაა? ისინი ხმამაღლა ევროპისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდეს" - განაცხადა ცინცაძემ.


ექსპერტის შეფასებით, მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე ხელშეკრულებების დადებით, საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილი ვერ გახდება.
,,ამას ისიც ამძაფრებს, რომ ჩვენი ხელისუფლება, რიტორიკის გარდა, ევროპული ფასეულობების დასამკვიდრებლად არაფერს აკეთებს. არადა, თუ გვსურს, ევროპის ორგანულად შემადგენელი ნაწილი გავხდეთ, პირველ რიგში, სწორედ იქაური ფასეულობები და ღირებულებები უნდა დავამკვიდროთ. მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე ხელშეკრულებების დადებით საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილი ვერასოდეს გახდება"-განაცხადა პოლიტოლოგმა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/35993-soso-cincadze-khelisuflebashi-rusuli-agenturaa-chanergili.html  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი