სამების საკათედრო ტაძარში ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
11-07-2014, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

 

 

სამების ტაძარში უკვე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საქართველოს ექსპრეზიდენტის ცხედარი ტაძარში 13 ივლისამდე დარჩება, კვირას კი, ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი, ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო ეწვევიან.

 


დაკრძალვას ასევე დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

 


ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საქართველოს კათოლიკოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ვერ დაესწრება. პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

 


ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი