"ჩრდილოკავკასიელმა ხალხებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, - „რუსკი მირსა“ და ქართულ სამყაროს შორის"!
11-07-2014, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის იმპერიის, სსრკ-ს და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ძველი და ახლანდელი მმართველები, მუდამ ახდენდნენ აპელირებას იმაზე, რომ კავკასიელებს არ ძალუძთ, ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან, ირგვლივ მეზობლებთან და ზოგადად სხვა სახელმწიფოებთან. რუსები ყოველთვის ნერგავდნენ მოსაზრებას, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია კავკასიაში მასტაბილიზირებელი როლის და ფუნქციის შესრულება და დღესაც, დასავლეთს მესიჯს უგზავნიან, რომ არ ჩაერიოს "კავკასიური ცარცის წრის" საკითხებში. რუსები, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ "ველური" (როგორც ისინი უწოდებენ კავკასიელებს) კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირებას, სხვადასხვა ნიშნით: რელიგიური, ტერიტორიული, ეთნიკური და სხვა. გავიხსენოთ თუნდაც 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომლის მთავარი ინსპირატორი რუსეთი გახლდათ. რუსეთმა მაშინაც მოახერხა ჩრდილოკავკასიელი ხალხების აზვირთებული ენერგია, რომელიც მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, შემოებრუნებინა საქართველოს საზიანოდ, რაც იმაში გამოიხატა, რომ აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში ჩრდილოკავკასიელები ქართველების სისხლს ღვრიდნენ...

 

 

რუსებმა კარგად იცოდნენ და ახლაც იციან, რომ "მათ გამოჩენამდე" კავკასიაში, კავკასიელებისვე აღიარებით, ლიდერი სახელმწიფო და წინამძღოლი ერი ქართველები იყვნენ. ამიტომაც გვებრძვიან და გვდევნიან მარად, ჩვენს ერთმორწმუნეობასაც არაფრად აგდებენ... ქართველებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კუთვნილი მოწინავე ადგილი დავიბრუნოთ კავკასიაში. - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, კავკასიელი!" – სწორედ, ეს ბუნებრივი და არა ხელოვნური ფორმულა სჭირდება საქართველოს, ქართველობას და მთელ კავკასიას. კავკასიელებმა, ქართველებმა, უნდა დავანგრიოთ რუსების მიერ შეთხზული სტერეოტიპი, თითქოს რუსეთის ზედამხედველობის გარეშე კავკასიელებს არ შეგვიძლია ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება კავკასიაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას! მომავალში, ქართულ- აფხაზური შეთანხმებაც შესაძლებელია ჩრდილოკავკასიელების არაფორმალური შუამავლობით, უპირველეს ყოვლისა, იგი დადებითი მუხტით აღავსებს ჭეშმარიტ კავკასიელებს და ყველანაირ დაპირისპირებას მოუღებს ბოლოს ქართველებსა და კავკასიელებს შორის (რუსეთი ყოველთვის ცდილობს, მტრობა ჩამოაგდოს ჩვენს შორის). ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი შეთანხმება გახდება დასაწყისი საქართველოს გამთლიანებისა და დიდი კავკასიური კონსოლიდაციისა!

 

 

დღეს, ინგუშური, ჩეჩენური, ჩერქეზული და დაღესტნური (ავარელები, ლაკები, ლეკები და სხვები) საზოგადოებების გარკვეულ ფენებში (განათლებული საზ-ება) მიმდინარეობს ძიება იმისა, თუ როგორ და რა გზით უნდა მოახერხონ მკვიდრმა კავკასიელმა ხალხებმა, რომ მოიპოვონ ეროვნული დამოუკიდებლობა. ის ბრძოლა, რომელიც გასული საუკუნის 90 - იან წლებში წარმოებდა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთისგან თავდასახსნელად, ძირითადად ატარებდა რელიგიურ ხასიათს და ორიენტირებული იყო საგარეო დახმარებაზე ისლამური - არაბული სახელმწიფოების მხრიდან (რაც, ძალზედ სუსტად, მაგრამ დღესაც გრძელდება, - "იმარატ კავკაზა" და სხვა), რამაც მძიმე შედეგები მოუტანა მთლიანად კავკასიელებს და ამიტომაც, ეს ჯგუფები ამ გზას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ!.. ჩრდილოკაკვკასიელების მცირერიცხოვან, მაგრამ თავისი რეპუტაციით მნიშვნელოვან ნაწილში, სულ უფრო იკიდებს ძალას აზრი იმის შესახებ, რომ, რაც უფრო დრო გადის საქართველოს და ქართველ ხალხს ენიჭება განსაკუთრებული როლი და ადგილი, როგორც მთავარ მოკავშირეს და დასაყრდენს ამ ურთულეს გზაზე, რომელიც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გზას სულაც არ განიხილავს ერთადერთ საშუალებად და მიაჩნიათ, რომ მათი თვითმყოფადობის რეალური გადარჩენა შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართულ კულტურასთან მჭიდრო კავშირის მეშვეობით და მომავალში კი, - ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევაც!.. დიახ, მეც მიმაჩნია, რომ განათლებული ნაწილი ჩვენი ჩრდილოკავკასიელი ნათესავი ხალხებისა სწორად ხედავს იმ საშიშროებას, რაც მათ მომავალ თაობებს ემუქრებათ. ანუ, თუ ისინი შეეცდებიან იარაღით ხელში შეებრძოლონ რუსეთს (რაც არაერთხელ სცადეს!), რათა გათავისუფლდნენ მისგან, ამ შემთხვევაში მათ ელით სრული გენოციდის საფრთხე, რის წინაშეც ბევრჯერ დამდგარან! ხოლო, თუ კავკასიელები "ნებით შეჰყვებიან" რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს, მის მიერ დეკლარირებული "რუსული სამყაროს ("რუსკი მირ"!) მშენებლობასა და დამკვიდრებაში", მაშინ, კავკასიელებს კავკასიაშივე საკუთარი თვითმყოფადობის სრული გაქრობა ელით!..

 

 

ჩრდილოკავკასიელებისათვის, პუტინის "რუსკი მირისგან" თავის დასაღწევად არსებობს ერთადერთი ბუნებრივი საშულება, ეს გახლავთ კავკასიური რასის ხალხების სოლიდარობა, ქართული სამყარო, ქართული კულტურა და უწინარესად - ქართული დამწერლობა, კავკასიაში ერთადერთი (მსოფლიოში 14 ანბანთა შორის) კავკასიური ანბანი (განსხვავებით, - კირილიცისგან, ლათინურისგან და არაბულისგან), რომელიც უნდა გახდეს მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი ყველა აბორიგენი კავკასიური ხალხებისათვის! და არა, რელიგიური ფაქტორი, რომელიც ყოფს და ანაწევრებს კავკასიას და კავკასიელებს, - მუსლიმებად (სუნიტი, შიიტი, ვაჰაბიტი), ქრისტიანებად და სხვა)!.. დიახ, მიმაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიელებისათვის დგება გადამწყვეტი არჩევანის დრო, როცა არა იარაღით, არამედ გონებით უნდა იბრძოლონ საკუთარი იდენტობისათვის, რაშიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის გზით სიარული (ვაჰაბიზმი და სხვა, რაც უპირისპირდება ზომიერ კავკასიურ ისლამს, სადაც ისლამისამდელი ადათ-წესები უფრო მძლავრობს, რაც არის სწორედ მათი ნამდვილი სახე და რაც ასე ანათესავებს ჩრდილოკავკასიელებს ქართველებთან) ისეთივე საშიშია, როგორც რუსების "ნოუჰაუ - რუსული სამყაროს" წევრობა (ბევრად საშიში თვითმყოფადობის დაკარგვისთვის, ვიდრე რუსული ცარიზმის ან სსრკ-ს დროინდელი მდგომარეობა)!.. დიახ, ჩრდილოკავკასიელი აბორიგენი ხალხებისათვის დგება "ჭეშმარიტების მომენტი", მათ თვითმყოფადობის გადასარჩენად, უწინარესად უნდა გააკეთონ კულტურული არჩევანი, - "რუსკი მირსა" და "მშობლიურ კავკასიურ", - ქართულ სამყაროს შორის!.. ეს, არ უნდა იყოს პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ, სწორედ - კულტურული (და არა იარაღის ჟღარუნით, რაც აწყობს რუსეთს!), რაც უნდა გამოიხატოს შემდეგნაირად, ყველა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში მკვიდრი ხალხების ცნობილმა წარმომადგენლებმა უნდა გამოთქვან, - ქართულ დამწერლობაზე გადასვლის სურვილი, ხოლო მიზნის მისაღწევად, ამას საყოველთაო მხარდაჭერა უნდა მოჰყვეს!..

 

 

დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დამწერლობა და ანბანი, რომელიც შეცვლის კირილიცას, რომელსაც ისწავლიან და რომლზეც დაწერენ ჩრდილოკავკასიელი ბავშვები და მოზარდები, დროთა განმავლობაში ისეთივე მშობლიური გახდება მათთვის, როგორც ქართველებისათვის, რაც გაამდიდრებს მათ კავკასიურ თვითშეგნებას, რაც გამორიცხავს ყოველგვარ რელიგიურ დაპირისპირებას, ხოლო ერთიანი კულტურული ნიადაგი, ახალი და მზარდი კავკასიური ინტეგრაციის წყაროდ იქცევა!.. საუკუნის წინათ, ერთ ბრძენ ჩერქეზს, ყველასგან დაფასებულს, უკითხავს, - "თუ იცით, როდის ჩაესვენა კავკასიის მზეო? - მას უპასუხეს, - მაშინ, როცა შამილი დაატყვევეს რუსებმაო, - ბრძენ ჩერქეზს გაღიმებია და უთქვამს, - არა გცოდნიათ, კავკასიის მზე მაშინ ჩაესვენა, როცა ქართველთა მეფემ ერეკლემ ხმალი ქარქაშში ჩააგო და რუსები კავკასიაში შემოუშვაო, კავკასიელები ქართველებთან ერთად რომ ვყოფილიყავით, ის ამას არ გააკეთებდაო! ამიტომ, გახსოვდეთ, რომ მუდამ ქართველების გვერდით უნდა ვიყოთ, ჭირშიც და ლხინშიცო"!..

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 3
#3   ავთანდილი
      
მართალია...დამწერლობა აქვთ -14-ს შორის ერთი (ქართულიც იქ არის)და 7 შრტიფტს შორის ქართულთან ერთად სომხურიც არის, მაგრამ, სომხები კავკასიელები არ არიან....
10 აგვისტო 2016 01:52
#2  Jumber
      
ციტატა: inga
ბატონ ჯუმბერს შევახსენებ, რომ გარდა ქართულისა კავკასიაში სომხური დამწერლობაც არსებობს და ისიც ერთერთია მსოფლიო 14 დამწერლობას შორის!


ქალბატონ ინგას შევახსენებ, რომ სომხური დამწერლობა არ არის კავკასიური და არც სომხები არიან კავკასიური რასის ხალხი, მათ არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ ჩრდილოკაკასიელებთან!! სომხები, – ინდოევროპელები გახლავან!! პატივისცემით...
5 ივნისი 2015 12:58
#1   inga
      
ბატონ ჯუმბერს შევახსენებ, რომ გარდა ქართულისა კავკასიაში სომხური დამწერლობაც არსებობს და ისიც ერთერთია მსოფლიო 14 დამწერლობას შორის!
5 აგვისტო 2014 16:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი