Facebook - ი 2017 წლისთვის თავისი მომხმარებლების 80%-ს დაკარგავს
28-01-2014, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრინსტონში ჩატარებული ახალი კვლევის ავტორებმა, ეპიდემიოლოგიური მოდელირების მეთოდები გამოიყენეს, რათა დაესაბუთებინათ, რომ ეს სოციალური ქსელი პოპულარობას აუცილებლად დაკარგავს. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო ათენის ჭირი, ტიუდორების ინგლისში - ოფლიანი ციებ-ცხელება, კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებს რეგულარულად დაატყდებოდა ხოლმე თავს შავი სიკვდილი. დღეს იმ დაავადების მინელების პროცესი მიმდინარეობს, რასაც მედიცინის ზოგიერთმა ექსპერტმა ა სოციალური სენი დაარქვა. ამ სენით ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაავადდა პლანეტაზე.

 

პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, რომლის ავტორებმაც "ფეისბუქი" ინფექციურ დაავადებას შეადარეს, ეს სოციალური ქსელი უკვე 2017 წლისთვის თავისი მომხმარებლების 80%-ს დაკარგავს. მეცნიერების შეფასებით, "ფეისბუქში" სიცოცხლის ნიშანწყალს შექმნიან კბილის პასტის რეკლამის ავტორები, რომლებიც გაკვირვებულები იქნებიან, რომ მათ რეკლამას არავინ "მოიწონებს", და ნიკ კლეგი (Nick Clegg).

 

ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად აფასებს დაავადებათა დინამიკის მოდელის გამოყენების შესაძლებლობას სოციალური ქსელის მიმართ. პრინსტონის მკვლევრებს საკუთარი არგუმენტები აქვთ ეპიდემიოლოგიურ მოდელებზე, აკრონიმებზე და უამრავ ფორმულაზე, რომელშიც γI ტოლობიდან 1b და 1c მრავლდება R/N-ზე,.რათა მივიღოთ ტოლობა 3b და 3c. სიმართლე გითხრათ, ამის არაფერი გამეგება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ "ფეისბუქის" შედარება ინფექციურ დაავადებასთან სულაც არ არის ყურით მოთრეული რამ, და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება აღწერით, რომელიც მაღალსამეცნიერო სამედიცინო გზამკვლევშია მოყვანილი.

 

ციებ-ცხელება Facebook

 

ეტიოლოგია. ამ დაავადების განვითარების მთავარი მიზეზი ენთუზიაზმით აღსავსე მეგობრის რეკომენდაციებია, რომელიც ამ სენით უკვე დაავადებულია. ვირუსის გავრცელების პირველად მიზეზად იქცა გადამდები Harvardus aluminus, პარაზიტები, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში გაჩნდა, თუმცა დღეს მისი მატარებელი მილიონობით ადამიანია. ამ პირობებში მოქმედების ყველაზე გონივრული გეგმა გულისხმობს იმას, რომ ამ ვირუსის მატარებლებად თქვენ შეგიძლიათ მოიაზროთ თქვენი გარემოცვიდან ყველა ადამიანი, საკუთარი დედაც კი.

 

ინფიცირების ნიშნები. ინფიცირების პირველი ნიშანია "ფეისბუქში" რეგისტრაცია. თავიდან ფიქრობთ, რომ სიხარულით მიწვდით თქვენს პირად მონაცემებს ხარისხიანად გაკეთებული ვებგვერდის მესაკუთრეებს, რადგან მეგობრებთან ინფორმაციის გაცვლას შეუფერხებლად შეძლებთ. გონივრული სურვილია, რომელსაც შეიძლება არანაირი გართულებები არ მოჰყვეს. თუმცა დროის გასვლასთან ერთად მომხმარებელთა უმრავლესობას სერიოზული პრობლემები უჩნდება.

 

ძირითადი სიმპტომები

 

მიდრეკილება ინფორმაციის გადაჭარბებულად აქტიური გაცვლისაკენ; ვერ იჯერებ ურთიერთობების სერიოზულობას, თუკი ის არ არის დადასტურებული სტატუსით "ფეისბუქში"; ღამის განავლობაში ხშირად გინდება შეამოწმო "ლაიქების" რაოდენობა ახალ სტატუსზე, და გეზიზღება საკუთარი თავი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ერთადერთი "ლაიქი" ეკუთვნის შენს აბეზარ მეგობარ ემას; ურთიერთობის გაწყვეტა იმ შემთხვევაში, თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენი მეგობარი მამაკაცის ყოფილი მეგობარი ქალები ისევ "თაგავენ" მას თავიანთ ფოტოებზე; ყოფილი მეგობარი მამაკაცის თვალთვალის გადაულახავი სურვილი, რაც გაიძულებთ გამოიყენოთ ყველა საძიებო შესაძლებლობა, რომლის შემდეგაც თავს შეწუხებულად, გაოგნებულად და ოდნავ შეურაცხყოფილად გრძნობთ.

 

შესაძლო სიმპტომები

 

ადამიანები, რომლებიც "ფეისბუქის" ციებ-ცხელების მძიმე ფორმით არიან დაავადებული, ექცევიან არცთუ მრავალრიცხოვან, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ჯგუფში, რომელსაც ჰქვია "სოციალური ქსელის ექსპერტები". ექსპერტებად ყალიბდებიან ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ასწავლიან სხვა ზრდასრულ ადამიანებს, როგორ შეიძლება "ფეისბუქის" გამოყენება რაღაცის გასაყიდად ან სხვებზე გავლენის მოსახდენად. ამ ექსპერტებს ხშირად აქვთ განდიდების მანია და საკუთარ თავს "სოციალური ქსელის ნინძებს" ან "ციფრულ წინასწარმეტყველებს" უწოდებენ. ყველანაირად აარიდეთ თავი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან დიდი ალბათობით ეს თქვენს მდგომარეობას დაამძიმებს.

 

მკურნალობა. პრინსტონელ მეცნიერთა კვლევის თანახმად, დროსთან ერთად "ფეისბუქის" ციებ-ცხელების ეპიდემია შენელდება, რადგან ჩვენ თავად გამოგვიმუშავდება იმუნიტეტი მის ცდუნებებზე. კვლევის ავტორები წერენ: "ინფორმაცია ვრცელდება კომუნიკაციური კონტაქტების წყალობით სხვადასხვა ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ. საბოლოოდ, ამ ინფორმაციის გადამტანები კარგავენ მის მიმართ ინტერესს, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც "იმუნიტეტის" გამომუშავება ამ ინფორმაციის მიმართ". მარტივად რომ ვთქვათ, "ფეისბუქი" მოსაწყენი და არამოდური ხდება. გმადლობ, მეცნიერებავ!

 

NB: ყველა ზემოხსენებული სიმპტომი გარშემომყოფებზე დაკვირვების შედეგია და ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

 

 

 

 

 

http://foreignpress.ge/analitika/4526-facebook-infeqciuri-daavadeba.html?lang=ka-GE   

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი